სამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო აცხადებს, რომ ყარაბაღზე შეტევა დაიწყო

19 სექტემბერი, 2023 • 3671
ბაქო აცხადებს, რომ ყარაბაღზე შეტევა დაიწყო

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

სტეპანაკერტში [დე ფაქტო დედაქალაქი] აფეთქებების ხმაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.

 

“საჰაერო დარტყმების გამო ჩაირთო სირენები, მოსახლეობა სარდაფებში იმალება” – რა ხდება სტეპანაკერტში

მასალების გადაბეჭდვის წესი