სამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი აზერბაიჯან-საქართველო-სომხეთის ფორმატის საჭიროებაზე საუბრობს

7 ოქტომბერი, 2022 • 987
ალიევი აზერბაიჯან-საქართველო-სომხეთის ფორმატის საჭიროებაზე საუბრობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრაღაში 7 ოქტომბერს გამართული დისკუსიის “მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე” დროს ისაუბრა აზერბაიჯან-საქართველო-სომხეთის ფორმატის შექმნის მნიშვნელობაზე.

ალიევის განცხადებით, სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა ენერგეტკა, კომუნიკაციები და სხვა საერთო ინტერესის საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი