სამხრეთ კავკასიის ამბები

უკავშირდება თუ არა აფხაზეთში მორიგი სამხედრო გაწვევა მობილიზაციას?

3 ოქტომბერი, 2022 • 1242
უკავშირდება თუ არა აფხაზეთში მორიგი სამხედრო გაწვევა მობილიზაციას?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბრის სამხედრო გაწვევის შესახებ განკარგულებას, რომელიც ყოველწლიური რეგულაციაა და 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეხება. მსგავსი გაწვევა აფხაზეთში 2021 წლის მარტშიც გამოცხადდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აღნიშნული კანონი 2014 წლიდან მოქმედებს. 

აქვს თუ არა რაიმე კავშირი აფხაზეთში 2022 წლის საშემოდგომო სამხედრო გაწვევას რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან, ამის შესახებ აფხაზურ ოფიციალურ სტუქტურებს არ განუცხადებიათ. თუმცა, ამ დრომდე არსებული ცნობით, რუსეთის მოქალაქეობის მიუხედავად, აფხაზეთის მცხოვრებლები მობილიზაციაში არ მონაწილეობენ.

სოხუმში უერთიერთგამომრიცხავი ცნობების ფონზე, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ რამდენიმე დღის წინ ყალბი უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობას აფხაზების მობილიზაციის შესახებ.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. ოფიციალური ცნობითვე, მობილიზაცია 300 000 კაცს შეეხება.

“რუსები აფხაზებსა და ოსებს ომში არ გაიწვევენ” – ზაქარეიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი