სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი დახმარებისთვის რუსეთს, ОДКБ-ს და გაეროს მიმართავს

13 სექტემბერი, 2022 • 1823
სომხეთი დახმარებისთვის რუსეთს, ОДКБ-ს და გაეროს მიმართავს

აზერბაიჯანის საზღვართან სიტუაციის გამწვავების გამო, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის უშიშროების საბჭო მოიწვია, რომელმაც თავის მხრივ გადაწყვიტა, დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას მიმართოს. ამის შესახებ სომხეთი მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანულმა მხარემ ინტენსიური დაბომბვა დაიწყო სომხეთის ქალაქებში  – გორისში, ჯერმუკსა და სოთქში სამხედრო პოზიციების მიმართულებით. უწყების ცნობითვე, მოწინააღმდეგე, არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის პარალელურად, დასაბომბად დრონებს იყენებს.

“სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებების გამო, სომხური მხარე მიმართავს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას და გაეროს უშიშროების საბჭოს”.

სომხეთის ქალაქების დაბომბვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აზერბაიჯანის საპასუხო განცხადებაში წერია, რომ მისი მოქმედებები გამოწვეულია სომხეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაციით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი