სამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან

15 ივლისი, 2022 •
თბილისში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან

ხვალ, 16 ივლისს, თბილისში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ერთმანეთს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.

შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე საუბრობენ. მხარეებს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს რუსეთი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამ როლის შესრულება აშშ-ის პრეზიდენტსაც სთხოვა. მხარეებს შორის თბილისში მოლაპარაკებები ამ დრომდე დღის წესრიგში არ დამდგარა, თუმცა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ როლის შეთავსებაზე საუბრობდა.

 

არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი

არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი; ფოტო: aravot.am

მასალების გადაბეჭდვის წესი