სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ პოლიციამ “ახალი კანონის საფუძველზე” სცემა

16 თებერვალი, 2022 • 1281
აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ პოლიციამ “ახალი კანონის საფუძველზე” სცემა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, ფატიმა მოვლანლი და სევინჩ სადიქოვა, რომლებიც 15 თებერვალს ბაქოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ, ომში დაღუპულ სამხედროთა მშობლების აქციას აშუქებდნენ, ოთხი საათით დააპატიმრეს, რა დროსაც, მათი განცხადებით, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ინფორმაციას გამოცემა kavkaz-uzel ავრცელებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მათზე ძალადობის დროს პოლიციამ დაასახელა  მედიის შესახებ ახალი კანონი, რომლის შესაბამისად, ჟურნალისტებს არ ჰქონდათ მედიის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სპეციალური ლიცენზიები.

ფოტო: სევინჯ სადიქოვას ფეისბუკის გვერდიდნ

ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ჟურნალისტები კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვენ, რის შემდეგაც პოლიციელთა წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებენ.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა პროტესტის მიუხედავად, აზერბაიჯანში ძალაში შევიდა ახალ კანონი მედიის შესახებ, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტთა საქმიანობას კიდევ უფრო ზღუდავს.

ახალი კანონით, მედიაორგანიზაციებმა საქმიანობის გასაგრძელებლად ხელსუფლებისგან ლიცენზია უნდა მიიღონ, რაც თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის შეუძლებელი  გახდება. ამასთან, გარკვეული  სამართლებრივი თემების გაშუქება სამართალდამცავ ორგანოებს უნდა შეუთანხმონ.

უფრო ვრცლად აზერბაიჯანში მედიის შესახებ ახალი კანონის შესახებ: 

რა ემუქრება აზერბაიჯანში ჟურნალისტებს ახალი კანონით – ინტერვიუ ხადიჯა ისმაილთან

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი