სამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზემო ნიქოზთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

12 დეკემბერი, 2021 • 912
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზემო ნიქოზთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დაკავებულის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს. გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის “ცხელი ხაზი”, ამასთან ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

“ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი