სამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკიდურესად რთულია” – ფაშინიანი

29 ოქტომბერი, 2021 • 965
“სომხეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკიდურესად რთულია” – ფაშინიანი

“სომხეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკიდურესად რთულია. პირბადის საყოველთაო ტარება პოლიციას და ინსპექციის ორგანოებს სამუშაოს გაუადვილებდა”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დროს.

პირბადის სავალდებულო ტარება ღია სივრცეში სომხეთში ივნისში გაუქმდა, თუმცა მას შემდეგ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების და სიკვდილობის მაჩვენებელი ქვეყანაში რამდენჯერმე გაიზარდა.

სომხეთში უკიდურესად დაბალია ასევე ვაქცინაციის მაჩვენებელი.

ფაშინიანი სიტუაციის გამოსწორებას სწორედ ვაქციინაციის პროცესის გაფართოებაში და პირბადის სავალდებულო ტარებაში ხედავს.

“ათზე მეტი სამედიცინო სფეროს თანამშრომლის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე. გვყავს რამდენიმე დაკავებულიც ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატის გაცემის საკითხზე”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი