სამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი სომხეთს ISIS-სთან ბრძოლას აიძულებს

30 მაისი, 2017 •
რუსეთი სომხეთს ISIS-სთან ბრძოლას აიძულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირობა დადო, რომ იმის მიუხედავად, რომ ტერორისტები არ ნებდებიან, “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებას გაანადგურებს. მან თქვა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ძალოვანი დანაყოფები მუდმივ მზადყოფნაში არიან.

“მზად არიან ასევე რუსული სამხედრო ბაზები ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში. სანამ ეს ჭირი არ იქნება მოშორებული, ეს პრიორიტეტები იარსებებს”, – განუცხადა ლავროვმა 5 მაისს ტელეკომპანია “მირ-24”-ს.

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა ქალაქ გიუმრიში, მოსკოვსა და ერევანს შორის 1995 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეა დისლოცირებული. 2010 წელს დოკუმენტში შეტანილი იყო ცვლილებები, რომლის შესაბამისად საწყისი 25 წლის ნაცვლად, მათი სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 49 წლამდე, ანუ 2044 წლამდე გაგრძელდება. იქამდე, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე გიუმრიში სხვადასხვა ჭირილობებით კისრის არეში ადგილობრივ მაღაზიასთან ნაპოვნი იყო ცხედარი. 21 წლის  ჯარისკაცის მკვლელობაში  ბრალდებული მუსლიმი იყო. მისი დაკითხვის შედეგად, ოფიციალური ცნობითვე, ცნობილი ხდება რომ მკვლელობაში ბრალდებული თან ატარებდა ყურანს.

პოლიტოლოგ გაგიკ ამბარიანის აზრით,  ლავროვის აღნიშნული განცხადება რიკორიკაა, რომელიც კვლავ კვლავ რუსეთის პოზიციების გამყარებაზეა მიმართული.

“ამ ორგანიზაციის [ОДКБ] ზოგიერთი წევრს რეალურად აქვს პრობლემა ისლამურ სახელმწიფოსთან. მაგალითად, თავად ყირგიზეთი ისლამური ტერორისტების ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდა . 1 იანვარს კლუბ Rein-ში ტერაქტი ყირგიზეთის მოქალაქეს დაბრალდა, ასევე სანკტ-პეტრბურგის მეტროში, ოფიციალური ცნობით, აფეთქება ყირგიზელი ექსტრემისტის მიერ იყო ორგანიზებული. ყირგიზეთის მეზობელ ტაჯიკეთს ტაჯიკურ-ავღანულ საზღვარზე დიდი პრობლემა აქვს, და ეს “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ავღანეთის ჩრდილოეთით კოტროლითაა განპირობებული. როდესაც ჩვენ ვსწავლობთ ამ ქვეყნებს, ჩნდება კითხვა, რა კავშირი აქვს გიუმრის სამხედრო ბაზას ამ პრობლემებთან, მითუმეტეს, რომ სომხეთი რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა რომელსაც აქამდე არ ჰქონია რაიმე შეხება ”ისლამურ სახელმწიფოსთან”, – ამბობს პოლიტოლოგი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეს განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია, მას რა თქმა უნდა, თავისი მოტივი ჰქონდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ ლავროვმა სამივე ქვეყანა ახსენა, სადაც რუსული ბაზებია.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ლავროვმა “ისლამურ სახელმწიფოს” გაუგზავნა მესიჯი, რომ რუსეთის მოთმინება იწურება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთის, ამ თამაშში გარევა სარისკოა.

” მე, როგორც სომხეთის მოქალაქეს, მესმის, რომ ისლამური სახელმწიფო სომხეთისთვის საფრთხის შემცველია, რამდენდაც თუკი შევხვედავთ ისლამური სახელმწიფოს რუკას, დავინახავთ, რომ თავად სომხეთი, ასევე ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი საქართველო წარმოდგენილია ამ ორგანიზაციაში. ასევე სირიაში ჩვენი თანამემამულეები ყოველთვის იყვნენ ისლამური სახელმწიფოს სამიზნე და მრავალი თავდასხმის საგანი. ახლა, როდესაც რუსეთი, ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, ცდილობს, სომხეთი ამ საშიშ თამაში გარიოს, გვაძლევს გარანტიას, რომ შეძლებს ჩვენი უსაფრთხოების დაცვას? რა თქმა უნდა, არა, რადგან თავად რუსეთი, რომელიც აქტიურია სირიაში, თავად ხდება ამ ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნე”, – ამბობს გაგიკ ამბარიანი.

მარტის ბოლოს, რუსი ჟურნალისტების კონფერენციაზე, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო ძალების გეგმებში არ შედის ერთობლივი მოქმედებები სირიაში. ასეთი მოლაპარაკებები ახლაც არ მიმდინარეობს.

ვიგენ სარგსიანი ამბობს, რომ არ განიხილება ასევე რუსული 102 სამხედრო ბაზის ოპერაციები სირიაში.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს არტაკ დავთიანს მივმართეთ, რომელმაც ლავროვის განცხადებაზე საუბარი ამ ფორმატით არ ისურვა.

“მე არ ვაკეთებ კომენტარს ლავროვის განცხადებაზე. მომეცით კითხვები და კიდევ ერთხელ გეტყვით ამას. უკომენტაროდ”, – ამბობს დავთიანი. გამოდის, ოფიციალური ერევანი და ოფიციალური მოსკოვი ამ საკითხში კონსესუსის გარეშე აკეთებენ განცხადებებს.

“იმის მიუხედავად, რომ ეს რუსული ბაზაა, ის სომხეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, და მასთან დაკავშირებული ნაბიჯები სომხეთთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუ არ არსებობს შეთანხმება, ამ შემთხვევაში საუაბრია ისლამური სახელმწიფოს წინაააღმდეგ ბრძოლაში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა”, – ამბობს ახალარჩეული პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური ფრაქცია “ელკიდან” გევორქ გორგისიანი.

გორგისიანის თქმით, მათ დღის წესრიგში არ არსებობს რუსულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებული საკითხი, თუმცა, მომავალში შესაძლოა ჩართონ.

9 მაისს, რეპორტიორების ამ საკითხზე კითხვების საპასუხოდ, სომხეთში რუსეთის ელჩმა ივან ვოლინკინს არ უთქვამს რაიმე მნიშვნელოვანი.

“რუსული ბაზა აქ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა”, – ამბობს ვოლნიკინი.

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომკოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია მუდამ თავისი წევრი ქვეყნების ინტერესებს ითვალისწინებს. მინდა გკითხოთ, მაშინ რატომ არ აკრიტიკებს ორგანიზაცია ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანს, რომელიც თავსაც ესხმის ტავუშის სასაზღვრო სოფლებს, ასევე დივერსიებს ახორციელებს. კითხვას, რა თქმა უნდა, არ აქვს პასუხი. გამოდის, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრობლემები გადავწყვიტოთ არაფრის სანაცვლოდ. აქ კი უნდა დაისვას კითხვა, გვინდა კი სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა?”, – ამბობს პოლიტოლოგი ამბარიანი.

“ რა თქმა უნდა, არ უნდა არსებობდეს. გიუმრშიც კი, სამხედრო უწყებების თანამშრომლებიც კი აცხადებენ, რომ სამხედრო ბაზა სომხეთში არ უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ გვყავდეს ისეთი მეზობლები, ვისთანაც ვისაუბრებდით არა იარაღით, არამედ დიპლომატიურად. მაგრამ რადგანაც არ გვყავს ასეთი მეზობლები, იძულებული ვართ რუსეთთან ვითანამშრომლოთ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში მხოლოდ რუსეთს იცავს რეგიონში არსებული ყველა პრობლემისგან”, – ამბობს პოლიტოლოგი ამბარიანი.

დეპუტატ გორგისიანს სხვა მოსაზრება აქვს. მისი თქმით, არსებობს გლობალური ექსპერიმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სახელმწიფოები ვერ ვითარდებიან, როდესაც სხვების დახმარების იმედად არიან.

“ბევრჯერ იყო გაცხადებული, რომ თუ რუსეთი გიუმრიდან წავა, თურქეთი თავს დაგვესხმება. ჩვენ არც კი გვიცდია გაძლიერება და ჩვენი საზღვრების დაცვა. მომავალში ჩვენი საპარლამენტო ძალა ამ საკითხს წამოწევს”, -ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი