სამხრეთ კავკასიის ამბები

რას ფიქრობენ აზერბაიჯანში მეჰრიბან ალიევას ვიცეპრეზიდენტობაზე

3 მარტი, 2017 • 4433
რას ფიქრობენ აზერბაიჯანში მეჰრიბან ალიევას ვიცეპრეზიდენტობაზე

2017 წლის 21 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ცოლი, მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ვიცეპრეზიდენტის პოსტზე დანიშნა. ვიცეპრეზიდენტის დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტ ალიევს, დაახლოებით, ერთი წლის წინ გამართულმა გამართულმა რეფერენდუმმა მიანიჭა.

როგორც ირკვევა, მეჰრიბან ალიევას დანიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია. მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფი პირები პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ და მხარს უჭერენ. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები სახუმარო “პოსტებს” აქვეყნებენ. თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეები, ქვეყნაში კრიზისს პროგნოზირებენ. აზერბაიჯანელების უფრო დიდი ნაწილი კი, ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობს.

რატომ დაჭირდა ილჰამ ალიევს ასეთ მაღალ თანამდებობაზე ცოლის დანიშნვა? რა შესაძლო გავლენა ექნება მეჰრიბან ალიევას ვიცეპრეზიდენტად დანიშვნას? ამ საკითხებზე აზერბაიჯანში სხვადასხვა სფეროში მომუშავე მოქალაქეები გამოვკითხეთ.

აზერბაიჯანში ცნობილი კინომცოდნე აიგუნ ასლანოვა მიიჩნევს, რომ ადრე, როდესაც ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ, ანტიკონსტიტუციურ მოვლენებს ჰქონდა ადგილი, მოქალაქეები სხვანაირად რეაგირებდნენ.

“ჩვენ ვსაუბრობდით ისეთი ფრაზებით, როგორიცაა “ეს არის ტრაგედია, ეს არის საშინელება”, ახლა ვამბობთ, რომ  “ეს სასაცილოა, აბსურდია, ჩვენ ვცხოვრობთ აბსურდისტანში”. ასეთი რეაქციით რეალური სურათის შენიღბვას ვცდილობთ. თითქოს, იმედსაც ვიტოვებთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, შემთხვევითია და ადრე თუ გვიან გამოსწორდება”.

აიგუნ ასლანოვა ამბობს, რომ დღეს ქვეყანა ავტორიტარულ სისტემაში ცხოვრობს, ასეთ დროს კი,  ყველა მსგავსი მოვლენა ადეკვატურია, – “დიქტატურის შემთხვევაში სხვანაირად ვერც მოხდება”.

“ვიცეპრეზიდენტის დანიშვნიდან 2-3 დღეში, პოლიტიკური მოტივით დაკავებების რიცხვი გაიზარდა. იმ ტელეკომპანიის ტრანსლაცია შეაჩერეს, რომელმაც მეჰრიბან ალიევას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა გააკრიტიკა. ასე რომ, მომავალშიც კარგს არაფერს უნდა ველოდოთ”, – ამბობს აიგუნ ასლანოვა.

მეჰრიბან ალიევას ვიცეპრეზიდენტად დანიშვნიდან მეორე დღეს, აზერბაიჯანში თურქული ტელეარხის  FOX.TV -ს ტრანსლირება შეწყვიტეს, რამდენადაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი გადაცემის ეთერში აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურ კონტექტსში გაშუქებული არ ყოფილა. იმავე დღეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე  FOX.TV -ის ტრანსლირება საერთოდ შეწყვიტეს.

კულტუროლოგი ელმირ მირზოევი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია, მეჰრიბან ალიევას მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას ასე აფასებს:

“ეს ალიევიების დინასტიის გაძლიერებას ნიშნავს. ამას საფუძველი კი, ჯერ 2003 წელს ჩაეყარა. ეს იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების მემკვიდრეობითი გადაცემის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა”.

ელმირ მირზოევის აზრით, ბოლო მოვლენა ხელისუფლების აგონიადაც შეიძლება შეფასდეს.

“ეს დანაშაულებრივი ნაბიჯი თავისი არსით [აზერბაიჯანის კონსტიტუციის მე-7 მუხლის შესაბამისად] კიდევ უფრო გააძლიერებს ალიევის ხელისუფლების დელეგიტიმაზაციას. ამასობაში საზოგადოებაში კრიზისი გაგრძელდება”.

აზერბაიჯანის კონსტიტუციის მე-7 მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირების ახლო ნათესავებს არ შეუძლიათ თანამდებობების დაკავავება თუკი მათი უშუალო ქვეშევრდომები ხდებიან. გამონაკლსია არჩევითი თანმდებობები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მეჰრიბან ალიევა; ილჰამ ალიევი; ფოტო: epa

მეჰრიბან ალიევა; ილჰამ ალიევი; ფოტო: epa

პოლიტოლოგი ჰიკმეთ ხაჯიზადე მიიჩნევს, რომ ამ დანიშვნით ხელშესახებად არაფერი შეიცვლება, თუმცა მორალური თვალსაზრისით, ეს არის ზეწოლა მოქალაქეების ცნობიერებაზე:

“ადამიანები ღრმად შეურაცხყოფილი იყვნენ. ისინიც კი, ვინც აქამდე არ დაფიქრებულა რეალობაზე, გააცნობიერეს, რომ ქვეყანაში მოქალაქეებს არაფერს ეკითხებიან”.

პოლიტოლოგის აზრით, შესაბამისად, მომავალში უკეთესი ცვლილების მოლოდინი აზერბაიჯანის საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს:

“საზოგადოება საყოველთაო სასოწარკვეთას მიეცა. შეიძლება დღეს ვიღაც კიდევ ხუმრობს ამაზე, მაგრამ ბევრს მაინც კითხვა უჩნდება – რატომ დაგვიცინიან?!

[red_box]“ეს დანიშვნა დარტყმას მიაყენებს ხელისუფლების ისედაც გაფუჭებულ იმიჯს”[/red_box]

აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტია მუსავატის თავმჯდომარე არიფ გაჯილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ცოლის დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე მოსალოდნელი იყო და ადვილად პროგნოზირებადი, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომლის მიზანიც ოჯახის ხელისუფლების გაძლიერებაა, ასეთ ნაბიჯს გადადგამს.

“ეს დანიშვნა აზერბაიჯანელი ხალხის უპატივცემულობის მაჩვენებელია და სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ხელისუფლების ისედაც გაფუჭებულ რეპუტაციას. ქვეყნაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაიზრდება”.

აქვე, პოლიტიკოსი არ გამორიცხავს მთავრობის შიდა კონკურენციისა და კონფლიქტის ზრდას.

“ილჰამ ალიევის გადაწყვეტილება ძალიან სარისკოა. თითქოს, ის ვიღაცის კარნახით იყო მიღებული. არ გამოვრიცხავ პოლიტიკური კრიზისის ზრდას უახლოეს თვეებში”.

კრიზისზე საუბრის დროს, პოლიტიკოსი გულისხმობს ქვეყანაში იმ წინააღმდეგობსა და პანიკას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებითა და აზერბაიჯანული ეროვნული ვალუტის, მანათის გაუფასურებით, ასევე კომუნალურ მომსახურებებზე, მგზავრობასა და პროდუქციაზე ფასებით ზრდით შეიძლება იყოს გამოწვეული.  სამსახურებიდან მასობრივი შემცირებები და დათხოვნები, საბანკო სესხების დავალიანებები ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯერჯერობით, გავლენას  მხოლოდ აზერბაიჯანიდან მოქალაქეთა მასობრივი ემიგრაციის სახით ახდენს. თუმცა, პოლიტოლოგების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში მასობრივი წინააღმდეგობები, ქვეყანაში საპროტესტო აქციებს გამოიწვევს.

ისტორიკოსი, პოლიტილოგი იადიგარ სადიგოვი ალიევის ცოლის დანიშვნას ამ პოსტზე ასე ეხმაურება:

“აღნიშნული დანიშვნა ერთ ხელში ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას ნიშნავს. აზერბაიჯანში ფორმალურად არსებობს მმართველი პარტია, რომელიც არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში, სინამდვილეში საქმე გვაქვს ოლიგარქული მმართველობის ფორმასთან. ამ დრომდე ხელისუფლება მინისტრებს ეკუთვნოდა, რომლებიც არაერთი ათეული წელი სკამებზე ისხდნენ, ახლა კი ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახის ხელში მოიყრის თავს”.

[red_box]კლანური დაპირისპირების დასასრული?[/red_box]

ამის შესახებ ქვეყანაში საუბარი არ უყვართ, მაგრამ ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ წლებია, რამდენიმე მინისტრ-ოლიგარქს შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რამიზ მეხტიევსა და პირველი ლედის ოჯახის წევრებს შორის, რომლებიც ასევე მაღალ თანამდებობებს იკავებენ, ე.წ. კლანური ბრძოლაა. ბევრი მიიჩნევს, რომ მეჰრიბან ალიევას დანიშნვით ამ პოსტზე, პრეზიდენტმა ამ კლანებს შორის არჩევანი გააკეთა.

ჟურნალისტი ჰამიდ ჰამიდოვიც იმავეს ფიქრობს. მისი აზრით, აღნიშნულმა დანიშვნამ დაასრულა შიდასისტემური “ბრძოლა” სხვადახვა მმართველ კლანს შორის:

“ამიერიდან სისტემაში არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება”.

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ბევრი, კულტურის სფეროში მოღვაწე, ადამიანები არასამთავრობო სექტორებიდან, მკვლევარები უარს ამბობენ კომენტარზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ და აცხადებენ რომ “უბრალოდ არ უნდათ პოლიტიკაში ჩარევა”.

მეჰრიბან ალიევა; ილჰამ ალიევი; ფოტო: epa

მეჰრიბან ალიევა; ილჰამ ალიევი; ფოტო: epa

 

მასალების გადაბეჭდვის წესი