ილჰამ ალიევმა მეჰრიბან ალიევა პირველ ვიცეპრეზიდენტად დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი ცოლი, მეჰრიბან ალიევა ვიცეპრეზიდენტად დანიშნა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო apa.az ავრცელებს.

შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოაწერა.

2013 წელს მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ის ასევე მილი მეჯლისის დეპუტატი და აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტია.

 

 

 

მეჰრიბან ალიევა; ფოტო apa.az

მეჰრიბან ალიევა; ფოტო apa.az

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი