სამხრეთ კავკასიის ამბები

მორიგი აფხაზური რევოლუციის მოლოდინში

5 ოქტომბერი, 2016 • 1876
მორიგი აფხაზური რევოლუციის მოლოდინში

ოქტომბრის პირველ ნახევარში აფხაზეთში რევოლუცია დაიგეგმა. დღეს ამის შესახებ აფხაზეთში ყველა საუბრობს, ორი ძირითადი პოლიტიკური ბანაკის კუთვნილების მიუხედავად.

ოპოზიციონირები არ მალავენ სიხარულს, როდესაც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გარდაუვალ შეცვლაზე საუბრობენ, მისი მხარდაჭერები კი, პირიქით- ცდილობენ, ცუდად ნათამაშევი სიმამაცის უკან შიში დამალონ.

რა თქმა უნდა, ხალხის მიერ დანიშნული რევოლუცია ყოველთვის არ ხდება. ვერც ოპოზიციამ მიაღწია წარმატებას  ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის თაობაზე რეფერენდუმში, რომელიც ხაჯიმბამ საკმაოდ ეშმაკური გათვლით შუა ზაფხულში დანიშნა. მეორე მხრივ, ხელისუფლების ყველაზე ერთგული მხარდამჭერები იტყვიან, რომ რეფერენდუმში მონაწილე ხაჯიმბას გადადგომის მხარდამჭერთა რაოდენობა არის ოპოზიციის პოპულარობის მაჩვენებელი. დღესდღეობით ბევრად მეტი ადამიანია უარყოფითად განწყობილი აფხაზი პრეზიდენტის მიმართ, რაც მნიშვნელოვანია აფხაზი კლანებისთვის, და ეს ნამდვილად ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს.

 

რევანშიზმი და არა მხოლოდ

ამ კონკრეტულ ოქტომბრის რევოლუციას ერთი დიდი ხარვეზი აქვს – არ არსებობს არანაირი იდეა, რის  გარშემოც ხალხი გაერთიანდებოდა. თავად ხაჯიმბა  წინა ხელისუფლების მიერ ელექტრორატის მოზიდვის მიზნით გალის რაიონის ქართველების მასობრივი პასპორტიზაციით უკმაყოფილო ხალხის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში.

– “სამშობლო საფრთხეშია”, – ეს იყო რევოლუციისთვის უნივერსალური  ლოზუნგი. შედეგად, წინა ოპოზიციამ ქართული ბანქო ჭკვიანურად გაათამაშა.

არც ხაჯიმბას და არც ანქვაბს არ ახასიათებდათ,  რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა ჩიხში შეეყვანათ. შეიძლება ამას ვინმემ სისუსტე უწოდოს, მაგრამ დასასჯელი მინისტრები თურმე შეიძლება თანამდებობიდან დაითხოვო, და არა იმ პოზაში ჩადგე- “მე ვარ პრეზიდენტი, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ”.

ასევე, კომპრომისის მოძებნის მცდელობა იყო ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერის მიმართ შეთავაზებაც ახალი ხელისუფლების შემადგენლობაში შესვლაზე, რაზეც ოპოზიციამ  ამაყად უარი განაცხადა.

შედეგად, ერთადერთი იდეა, რომლითაც ოპოზიციონერები ხელმძღვანელობენ, ჩვეულებრივი რევანშიზმია. ნომენკლატურულ პარტიას, ნაწილობრივ უსაქმოდ დარჩენილს, არა მხოლოდ პორტფელები, ხელისუფლებაში ტრიუმფალურიდ დაბრუნებაც სურთ.

 

“საგარეო პოლიტიკის კურსის შენარჩუნება”

რეალური საპროტესტო იდეების არარსებობა წინა კვირაში საუკეთესოდ წარმოაჩინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვიჩელსავ ჩირიკბას გადადგომამ. ვიჩესლავ ჩირიკბა, რომელიც ახალ მთავრობაში ხელახალ არჩევას ვერ ეღირსა, იმ მოტივით გადადგა, რომ შექმნილ მდგომარეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ამავე ტექსტში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საკმაოდ უცნაური პასაჟი  იყო – ჩინოვნიკი, რომელიც თანამდებობიდან მიდის, საგარეო პოლიტიკური კურსის შენერჩუნების იმედს გამოთქვამს.

რისი თქმა უნდოდა ჩირიკბას, რომელიც გადადგომამდე ერთი თვით ადრე NATO-ს სამხედრო მანქანის კავკასიაში შემოღწევის მცდელობის შესახებ საუბრობდა.  ნუთუ რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის რუსეთის საპირისპირო მიმართულებით წაყვანა სურს? ან იქნებ ის პროქართულადაცაა განწყობილი?

პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ზედაპირზე ის სკანდალიც ამოატივტივა, რომელსაც რამდენიმე კვირით ადრე აფხაზურ ფორუმებზე განიხილავდნენ –  თითქოს ვიჩესლავ ჩირიკბამ [ის თავად უარყოფს ამას] დნესტრისპირეთში წასვლაზე უარი თქვა იმ შესაძლო სანქციების შიშით, რომ მომვალში ევროპის ქვეყნებში გაუჭირდება შესვლა.

ეს საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური კურსის დამცველი მებრძოლის იმიჯზე, რომელსაც, როგორც ცნობილია, მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს.

 

და კიდევ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე

დესპოტიზმში ან საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაში ხაჯიმბას დადანაშაულება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ  რუსეთის მიერ აფხაზეთის შთანთქმის თემა შეიძლება ნამდვილად რევოლუციური იყოს. რუსი პოლიტიკოსის, ვლადიმერ ჟირინოვსკის ბოლო გამოსვლამ, სადაც აფხაზეთს არაღიარებული რესპუბლიკა უწოდა და, როგორც თვითონ ამბობს, კრასნოდარის მხარის აფხაზურ რაიონად უნდა გადაკეთდეს, დიდი ხმაური გამოიწვია. თუმცა არც ისეთი დიდი, როგორიც  წარმოგვედგინა.

შთაბეჭდილება გრჩება, რომ რუსეთთან შერყწმის თემა ძველებურად ტაბუირებული აღარ არის. ამ აზრს ამყარებს რუსი პოლიტიკოსების განცხადებები  [იქნებ ეს არის კრემლის სიგნალი და არა მხოლოდ ჟირინოვსკის ნაბოდვარი], ერთადერთ მფარველთან კონფლიქტის შიში და წმინდა პრაგმატული საკითხები – ფსოუზე საზღვრის გადაკვეთა, გადასახადები, საბაჟო გადასახადები და ა.შ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბევრი ფარულად განიხილავს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას იმ მიზეზით,  რომ საქართველოს მხრიდან საფრთხის საკითხი საბოლოოდ გადაიჭრას.  

თუკი რუსეთი მკაფიოდ განმარტავს თავის მოთხოვნებს, აფხაზეთის ხელისუფლებისთვის რთული იქნება წინააღმდეგობის გაწევა. მაშინ კი ოპოზიცია შეძლებს იდეის ჩამოყალიბებას, რომელსაც შეუძლია ხელსუფლების შეცვლამდე მიიყვანოს.

ცალკე საკითხია ის გარემოება, რომ ამჟამინდელი ოპოზიცია ამ იდეის გამოყენებას ვერ შეძლებს. აშკარაა, რომ მას ძალიან ეშინია ასეთი სცენარის განვითარების. მაქსიმუმ “ამცახარამ” გააკრიტიკოს ვლადისლავ სურკოვის პოლიტიკა რესპუბლიკის მიმართ. მაგრამ თავად რუსეთის მიმართ პროტესტს არ გამოხატავს.

აფხაზეთში არიან ძალები, რომლებიც არ შეუშინდებიან, გამოვიდნენ დამოუკიდებელობის სრული დაკარგვის წინააღმდეგ. მაგრამ ეს უკვე სხვა რევოლუციაა, ბევრად ნაკლებგანჭვრეტადი შედეგით.

 

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი