სამხრეთ კავკასიის ამბები

კონფლიქტის ზონაში მთიანი ყარაბაღის ორი ჯარისკაცი დაიღუპა

30 აპრილი, 2016 • 1253
კონფლიქტის ზონაში მთიანი ყარაბაღის ორი ჯარისკაცი დაიღუპა

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო ზოლთან აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად მთიანი ყარაბაღის ორი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სროლა ჩრდილოეთით, ტალიშის მიმართულებით განაახლა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა ორი ჯარისკაცი -1997 წელს დაბადებული გაგიკ მოვსისიანი და 1968 წელს დაბადებული ვაზგენ არუტუნიანი.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი