ცხინვალის ცნობით, აღდგომის დღეებში მოქალაქეებს გადაადგილება საშვის გარეშე შეეძლებათ

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს და სტუმრებს სასაზღვრო ზონის დასახლებულ პუნქტებში გაჩერება სპეციალური ნებართვის, ე.წ. პროპუსკის გარეშე შეეძლებათ.

“ეს ზომა მიღებულია აღდგომის გამო, რადგან ადამიანებს სჭირდებათ მათი ნათესავების საფლავების მონახულება. სხვა დღეებში იმ პირებისთვის, რომლებიც იქ მუდმივად არ ცხოვრობენ, საზღვრისპირა ზონაში გასაჩერებლად საჭიროა სპეციალური საშვი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტი გასცემს”,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ეს ზომა არ ვრცელდება საქართვლოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთში მუდმივად არ ცხოვრობენ:

“საქართვლოს საზღვრიდან სამხრეთ ოსეთში შესვლა ჩვეულებრივ რეჟიმში, მხოლოდ საშვით განხორციელდება”,- ნათქვამია სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com