სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ცენტრში დეპუტატის მანქანა აფეთქდა

16 აპრილი, 2016 • 1243
სოხუმის ცენტრში დეპუტატის მანქანა აფეთქდა

ავტომობილის აფეთქების ფაქტი სოხუმში, სერგეი ბაღაფშის მოედანზე დღეს, 16 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა.

როგორც ნეტგაზეთს თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტომობილი დეპუტატ ალმაზ ჯაპუას ეკუთვნოდა.

აფეთქების დროს მანქანის მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა იქვე ახლოს იდგნენ ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

აფეთქების მიზეზები ამ ეტაპზე არ სახელდება.

დეპუტატი ალმაზ ჯაპუა ერთ-ერთია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში, რომელიც უცხოელებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის ფაქტს ეწინააღმდეგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი