სამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი: რუსეთს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთში

15 აპრილი, 2016 • 1468
პუტინი: რუსეთს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთში

რუსეთს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილს, რუსეთის ფედერაციასთან შემოერთების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართოს, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს, 14 აპრილს პირდაპირ ეთერში ამ საკითხზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელთან დაწვრილებით ეს თემა არ განგვიხილავს, მან ჩემთან გამოხატა თავისი მიდგომა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და თქვა, რომ სამხრეთ ოსეთის ერს სურს ეს რეფერენდუმი. ვფქირობ, ჩვენ არ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ ამას. ჩვენ არაფერი გვაკავებს, თავად სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესების გარდა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, საბოლოო ჯამში, როგორ იქნება რეფერენდუმზე ფორმულირებული კითხვები, ამის გათვალისწინებით ვიფიქრებთ კიდევ”.

რეფერენდუმის ჩატარების საკითხი რუსეთთან შეერთების თემაზე ლეონიდ თიბილოვმა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ გაახმიანა. ამ თემაზე, მისი ბოლო, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, რეფერენდუმი 2016 წლის აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი