სამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინის წარმომადგენელმა და თიბილოვმა ახალგორში კულტურის სახლი გახსნეს

6 აპრილი, 2016 • 1965
პუტინის წარმომადგენელმა და თიბილოვმა ახალგორში კულტურის სახლი გახსნეს

დღეს, 6 აპრილს, 10 საათზე, დელეგაციამ ცხინვალიდან ახალგორის რაიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რეკონსტრუირებული და გარემონტებული კულტურის სახლი გახსნა.

ღონისძიებაზე, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა, ჩამოვიდნენ ცხინვალელი ჩინოვნიკები, მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი აფხაზეთთან და ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ოლეგ გოვორუნი, სამხრეთ ოსეთის პრემიერმინისტრი დომენტი კულუმბეგოვი, მშენებლობის მინისტრი ედუარდ ზაგოევი, კულტურის მინისტრი მადინა ოსტაევა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები, ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ალექსეი ბოსიკოვი, რაიონის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები.

გამოსვლაში პრეზინდეტი ლეონიდ თიბილოვი მოსახლეობას მიესალმა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ “გაგებით ეკიდებით იმას, რომ ჯერჯერობით ყველაფერი ისე არაა” და აქვე იხუმრა, რომ “მოსკოვი ერთ დღეში არ აშენებულა”. სიტყვით გამოსვლისას მან არაერთხელ გადაუხადა მადლობა რუსეთს და ბატონ გოვორუნს იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელსაც ის სხვადასხვა პროგრამებისათვის გამოყოფს. ამასთან, მოსახლეობას დაპირდა, რომ შემდეგ წლებში გამოსწორდება ის ხარვეზები და პრობლემები, რაც ადგილობრივებს აწუხებსთ- მათ შორის ხელფასებისა და პენსიების გაზრდის საკითხს მოაგვარებს.

თიბილოვის შემდეგ სიტყვით გამოვიდა სოფელ წინაგარას კულტურის სახლის თანამშრომელი ზოია ვალიევა, რომელმაც ასევე ყველას მადლობები გადაუხადა [სოფელი წინაგარა ჩვენი რაიონიდან თითქმის 35 კილომეტრითაა დაშორებული].

შემდეგ სიტყვა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს, ოლეგ გოვორუნს მისცეს.

გოვორუნმა მოგვილოცა “ეს ბედნიერი დღე” და წარმატებები გვისურვა. ხელისუფლებას კი მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთის, რასაც ის აკეთებს.

შემდეგ გაიმართა ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის, “სიმდის” კონცერტი. ანსამბლმა 6 სიმღერა მშობლიურ ენაზე შეასრულა. ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი ადგილობრივი მოსახლეობისათვის ამ დღეს. “სიმდი”, რომელსაც დაარსებიდან უკვე 80 წელი უსრულდება, იშვიათად ატარებს სამხრეთ ოსეთში კონცერტებს.

საცეკვაო პროგრამით კი ანსამბლი “ამონდ” [ბედნიერება] წარდგა ნაციონალური ცეკვებით – “ხონგა” და მთიელთა ცეკვა.

ახალგარემონტებული და რეკონსტრუირებული კულტურის სახლი 212 მაყურებლზეა გათვლილი, შენობა ასევე მოიცავს 4 ადგილს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

შენობის რეკონსტრუქცია, რემონტი და აღჭურვა, ოფიციალური მონაცემებით, 60 მილიონი რუბლი [დაახლოებით,1 მილიონი აშშ დოლარი] დაჯდა.

კულტურის სახლის გახსნამდე ერთი დღით ადრე ახალგორის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარეს.

ახალგორის რაიონზე თბილისმა კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა.

კულტურის სახლის გახსნა ახალგორში. 06.04.2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

კულტურის სახლის გახსნა ახალგორში; 6.04.2016/ ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

კულტურის სახლის გახსნა ახალგორში; 6.04.2016/ ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

12966739_610751742410607_862550763_n

12980946_610751225743992_910159543_o

კულტურის სახლის გახსნა ახალგორში. 06.04.2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

კულტურის სახლის გახსნა ახალგორში. 06.04.2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

კულტურის სახლის გახსნა ახალგორში. 06.04.2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

კულტურის სახლის გახსნა ახალგორში. 06.04.2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

Screen Shot 2016-04-05 at 3.03.09 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი