სამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში კულტურის სახლის გახსნისთვის ემზადებიან

6 აპრილი, 2016 • 1664
ახალგორში კულტურის სახლის გახსნისთვის ემზადებიან

6 აპრილს ახალგორის რაიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2015 წელს გარემონტებული კულტურის სახლი გაიხსნება.

კულტურის სახლის გახსნაზე ახალგორში ცხინვალელ ჩინოვნიკებს და მოწვეულ სტუმრებს ელოდებიან. გახსნამდე ერთი დღით ადრე ახალგორის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალგორის ქუჩებში ხეებს ღებავენ; 5 აპრილი 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

ახალგორის ქუჩებში ხეებს ღებავენ; 5 აპრილი 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

12922189_610441059108342_1941293229_o

ახალგარემონტებული და რეკონსტრუირებული კულტურის სახლი 212 მაყურებლზეა გათვლილი, შენობა ასევე მოიცავს 4 ადგილს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

შენობის რეკონსტრუქცია, რემონტი და აღჭურვა, ოფიციალური მონაცემებით, 60 მილიონი რუბლი [დაახლოებით,1 მილიონი აშშ დოლარი] დაჯდა.

გახსნაზე საკონცერტო პროგრამით წარსდგება სამხრეთ ოსეთის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ”სიმდი”.

ახალგორის რაიონზე თბილისმა კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა.

კულტურის სახლი ახალგორში, გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე; 5 აპრილი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

კულტურის სახლი ახალგორში, გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე; 5 აპრილი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

Screen Shot 2016-04-05 at 3.03.09 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი