სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში UNDP-ის მხარდაჭერით TED talks-ის ანალოგიური პროექტი დაიწყო

30 მარტი, 2016 • 1275
აფხაზეთში UNDP-ის მხარდაჭერით TED talks-ის ანალოგიური პროექტი დაიწყო

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, UNDP-ის მხარდაჭერით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებული TED talks-ის ანალოგიური საგანმანათლებლო პროექტი АГУ TALKS დაიწყო.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისთვის ინტერაქტიული პრეზენტაციების სერიის გამართვას.

2016 წლის გაზაფხულის განმავლობაში ჩატარდება ათზე მეტი პრეზენტაცია სხვადასხვა თემაზე, რომელიც საინტერესოა სტუდენტებისთვის.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ აუდიტორიასთან ურთიერთობის თანამედროვე მეთოდებს გაეცნონ და შეისწავლონ კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენება.

პროექტის პირველი სტუმარი პროექტ “მთიანი აფხაზეთის” ავტორი თენგიზ ტარბა იყო, რომელმაც აუდიტორიას აფხაზეთის მთებში ექსპედიციების შესახებ და ბუნების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრა.

გარდა ამისა,  გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, როგორც აპსნიპრესი, სახელმწიფო სააგნტო წერს, შექმნილია აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელშიც ამ ეტაპზე ჩატვირთულია 201 წიგნი.

 

ფოტოკადრი სპუტნიკ-აფხაზეთის ვიდეო მასალიდან.

ფოტოკადრი სპუტნიკ-აფხაზეთის ვიდეო მასალიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი