სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: საზღვართან ქართული მხრიდან მიტინგები გახშირდა

25 მარტი, 2016 • 1822
ცხინვალი: საზღვართან ქართული მხრიდან მიტინგები გახშირდა

ცხინვალი ქართულ მხარეს დაძაბულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს. 

როგორც სამხრეთ ოსეთის უშიშროების უწყებაში აცხადებენ, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, ცხინვალის რაიონის სოფელ ქვემო იკორთას მიდამოებში, ქართული მხარიდან დაძაბულობის პროვოცირების ახალი მცდელობების შესახებ ინფორმაცია შემოდის”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “23 მარტს აღნიშნულ რაიონში ორგანიზებული იყო მიტინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დაახლოებით 50-მა მოქალაქემ. ამჯერად მინიტინგის მონაწილეები საზღვარზე მიყვანილი იყვნენ პოლიციის ავტომობილებითაც. ანალოგიური მასობრივი ღონისძიება 20 მარტსაც გაიმართა”.

თავად უწყება ქართული მხარის მხრიდან საპროტესტო აქციებს სოფელ ჯარიაშენის თემას უკავშირებს.

სოფელ ჯარიაშენის ფაქტი სტუდენტების ნაწილმა მხოლოდ 20 მარტს გააპროტესტა. 

ჯარიაშენის საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში მხარეებმა ერგნეთში 15 მარტის შეხვედრაზეც განიხილეს.  ქართულმა მხარემ ეს საკითხი ჟენევაში 22-23 მარტს, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დროსაც დასვა.

ოსური მხარე ამბობს, რომ ჯარიაშენთან არა გზა, როგორც ამას ქართული მხარე აცხადებს, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო თხრილი შენდება.

ბიოლი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი