სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ხუთი ადამიანი მოკლეს

14 მარტი, 2016 • 1916
აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ხუთი ადამიანი მოკლეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის განცხადებით, ირან-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალების სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დააკავეს.

როგორც აზერბაიჯანის ოფიციალური უწყება აცხადებს, ირანის მხრიდან აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთას 8-10 კაციანი ჯგუფი ცდილობდა, რომელმაც უგულებელყო გამაფრთხილებელი სროლა.

უწყების ინფორმაციით, ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც უკანონოდ გეგმავდნენ საზღვრის გადმოკვეთას, ცეცხლი “სახელმწიფო საზღვრის შესახებ” კანონის შესაბამისად გაუხსნეს.

“მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე სამხედრო ექიმების გამოძახება მოხდა, დაჭრილების გადარჩენა ვერ მოხერხდა. დადგენილია, რომ კანონდამრღვევთა ჯგუფი შედგებოდა ბანგლადეშის მოქალაქეებისა და მათი შეიარაღებული გამცილებლებისგან”, – წერს კავკაზსკი უზელი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

ფოტო: აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახური

ფოტო: აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი