სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის რკინიგზის სადგურის სარემონტო სამუშაოები იწყება

10 მარტი, 2016 • 2824
სოხუმის რკინიგზის სადგურის სარემონტო სამუშაოები იწყება

sputnik abkhazia-ს ცნობით, ამჟამად სოხუმის რკინიგზის სადგურზე სამშენებლო ღობის მონტაჟი მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს მომავალში, 14 მარტიდან სადგურის გადახურვის სამუშაოები დაიწყება. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, ზურაბ ხაჯიმბას განცხადებით, რკინიგზის სადგურის მთლიან რეკონსტრუქციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მისივე თქით, სახელმწიფო სტრუქტურებიდან სპეციალისტები, მათ შორის არქიტექტორები, ამ ეტაპზე შენობას დეტალურად ათვალიერებენ. ხაჯიმბას განცხადებით, რკინიგზის სადგურის აღსადგენად ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახური ინვესტორების მოზიდვას აპირებს. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ითანამშრომლონ და სადგური ამგვარი ტიპის გარიგების შედეგად აღდგეს.

1017450602

სოხუმის რკინინიგზის სადგურზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ფოტო: sputnik abkhazia

“ჩვენ რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა დავიწყეთ. ასევე შევადგინეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც სადგური თავდაპირველი სახით უნდა აღდგეს. ამის გამო ინვესტორების მოძიება დავიწყეთ. რაც შეეხება თავად სამუშაოებს, ჩვენ მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რაც ახლა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. სახურავის შესაკეთებლად მთავრობა გამოყოფს თანხას, დანარჩენს ვნახავთ”,- ამბობს ხაჯიმბა.

ტრანსპორტის სახლმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სოხუმის ცენტრალური რკინიგზის სადგურის სახურავის აღსადგენად არაზუსტი დათვლით 30 მილიონი რუბლია საჭირო. მისივე თქმით, რუსმა კოლეგებმა 2014 წელს სადგურის მთლიანი რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხად ერთი მილიარდი რუბლი დაასახელეს.

სოხუმის რკინიგზის სადგური 1951 წელს აიგო, თუმცა აფხაზეთის ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. sputnik abkhazia-ს ცნობით, ამჟამად რკინიგზის სადგურზე რეისეები სოხუმი-ფსოუს, სოხუმი-ოჩამჩირეს, მოსკოვი-სოხუმის, სანქტ-პეტერბურგი-სოხუმის მიმართულებით ხორციელდება.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი