კომენტარი

კომენტარები ‘’კუდიანებზე ნადირობასთან’’ დაკავშირებით

11 აგვისტო, 2010 • 1252
კომენტარები ‘’კუდიანებზე ნადირობასთან’’ დაკავშირებით

ქ-ნი თეა გოგოტიშვილის მოსაზრებებს პასუხს გავცემ თეზისურად:

1.     ჩემს კომენტარში არა ქვეცნობიერად, არამედ ძალზე გაცნობიერებულად მაქვს ფსიქოფიზიოლოგიური კვლევების მნიშვნელობაზე ხაზი გასმული;

2.    წინადადებები ურთიერთგამომრიცხავი კი არ არის, აარამედ, საუბარია კვლევის სწორ დაგეგმვაზე და სწორ მეთოდოლოგიურ ბაზაზე და მულტიდისციპლინარული კვლევების აუცილებლობაზე.

3.     სხვის უხამსობებზე, სიტყვებზე და საქციელზე პასუხს ვერ ვაგებ (ვერც არაცნობიერზე), ხოლო სამართლიანი კრიტიკული შენიშნვები არ უნდა იყოს აღქმული კუდიანებზე ნადირობად  Dდა კოლეგიალური ეთიკის დარღვევად. (ვფიქრობ, გაღმა გამოდავება უფრო არაეთიკურია).

4.    ჩვენს გაჭირვებულ ფსიქიატრიას და ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობის სფეროს არ ესაჭიროება ზედმეტი, ‘’მსოფლიოში უპრეცედენტო’’  კვლევებით დაბეჩავება.

5.     ვისაც კი უშუალოდ ეხება ეს საკითხები (ან თავს ექსპერტად მიიჩნევს), უპრიანია დაარღვიოს პარტიზანული დუმილი და მოსაზრებები  ხმამაღლა გამოთქვას.

p.s.ქ-ნი თეა ეყრდნობა სტატიას ჰიპერაქტივობის დროს ტვინში მორფოლოგიურ ცვლილებების შესახებ. შემიძლია მოგიყვანოთ არანაკლებ სანდო სტატია მსგავსი სახელწოდებით, ოღონდ უფრო ახალი, რომელიც აბათილებს წინას შედეგებს: Psychiatry Neurosci. 2008 November; 33(6): 509–515. Hippocampus and amygdala morphology in adults with attention-deficit hyperactivity disorder

მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს სტატიები ეხება არა კრიმინალურ და ადიქტიურ ქცევებს, არამედ ყურადღების დეფიციტს ჰიპერაქტივობით, რაც სრულიად სხვა კვლევების საკითხია, და ამ პათოლოგიის დიაგნოსტირებისათვის სრულებით არ არის საჭირო ნეიროვიზუალიზაცია. ამავე დროს, ჰიპერაქტივობა და ყურადღების დეფიციტის არსებობა არ არის ბავშვის დევიანტური ქცევის მარკერი, ანუ სრულებით არ გულისხმობს, რომ ბავშვს აუცილებლად დევიანტური მიდრეკილებები ექნება.

ამავე თემაზე

„კუდიანებზე ნადირობა“

საშიში ექსპერიმენტები მოზარდების ტვინში

მასალების გადაბეჭდვის წესი