კომენტარი

ნოდარ ლადარია: პრეზიდენტის გამონათქვამები რასისტული არ არის

28 ივლისი, 2010 • 2956
ნოდარ ლადარია: პრეზიდენტის გამონათქვამები რასისტული არ არის


Nodar Ladaria by netgazeti.ge-1

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ლადარია პრეზიდენტის გამოსვლაში რასისტულს ვერაფერს  ხედავს. პროფესორი ამბობს, რომ  ჟურნალისტებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს.

”მან (მიხელი სააკაშვილმა) აღნიშნა, რომ მებაჟეები ტურისტებს ექცევიან, როგორც ზანგებს. აქ იქნა გამოყენებული ის ისტორიული რეალობა,  რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში. როდესაც, მაგალითად, სამეცნიერო სტატიებში ან სამეცნიერო-პოპულარულ გადაცემებში ისტორიულ  მონობაზეა საუბარი, იქ ყოველთვის გამოიყენება  ტერმინი ,,ნეგროუ”, თუმცა დღეს ამ ტერმინით ვერავის ვერ მიმართავ, იმიტომ, რომ შეურაცხმყოფელად ითვლება. მაგრამ ეს ასახავს იმ ისტორიულ რეალობას, რომელიც იყო მაშინ. ზუსტად ამ თვალსაზრისით გამოიყენა ეს ტერმინი პრეზიდენტმა” – განმარტავს ლადარია.

27 ივლისს ფინანსთა სამინისტროში პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინიტრსა და შემოსავლების სამსახურის უფროსს, გიორგი ცხაკაიას ერთი და იგივე შეკითხვა დაუსვა, შეუმოწმებიათ თუ არა მათი ბარგი რომელიმე ევროპული ქვეყნის საბაჟოზე? შეკითვაზე ორივემ უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც სააკაშვილმა იკითხა: ,,მაშინ ჩვენ ზანგები ვართ, თუ რატომ ვიქცევით ველურებივით?”

,,ქართული ჟურნალისტიკისათვის კონტექსტის გაგება ყოველთვის იყო და დარჩება   პრობლემად, რადგან ჟურნალისტებისთვის განათლებაა თავად  დიდი პრობლემა”,- ამბობს ნოდარ ლადარია.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”ჩვენში” ის ტურისტები იგულისხმა, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან.

”სააკაშვილის სტილი არის ისეთი, რომ ის იდენტიფიკაციას ახდენს ხალხთან.  ,,ჩვენ”-ში იგულისხმება ის ტურისტები, რომლებიც საქართველოში ვბრუნდებით და მებაჟეები ასე გვექცევიან. დააკვირდით, რომ სააკაშვილი ყოველთვის ახდენს თვითიდენტიფიკაციას ხალხთან, ადამიანებთან. ის ამბობს, რომ ჩვენ აღარ გვიხდება პატიმრების შენახვა.  პირადად არ უხდება იქ (საპატიმროში) მისვლა, მაგრამ ”ჩვენ”-  ამ შემთხვევაში იგულისხმება ხალხი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი