კომენტარი

ვეწინააღმდეგებით კანონს, რომელიც საქართველოს გზას დაუხშობს ევროპისკენ – სტეფანე

7 მარტი, 2023 •
ვეწინააღმდეგებით კანონს, რომელიც საქართველოს გზას დაუხშობს ევროპისკენ – სტეფანე

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ეხმაურება რუსულ კანონპროექტებს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ და ამბობს, რომ ეწინააღმდეგება კანონს, რომელიც საქართველოს ევროპისკენ გზას ჩაუხშობს.

„მე, საქართველოს მოქალაქე, ვეწინააღმდეგები კანონს, რომლის მიღებაც გზას დაუხშობს საქართველოს სწრაფვასა და ჩვენს ისტორიული სურვილს, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. #არარუსულკანონს #ჩვენვირჩევთევროპას,“ – წერს სტეფანე.


საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პირველი მოსმენით განიხილავს რუსულ კანონპროექტებს.

საქმე ის არის, რომ გუშინ, 6 მარტს „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქციის თავმჯდომარე ირწმუნებოდა, რომ პარლამენტი “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავდა. თუმცა, დღეს მანვე შესთავაზა პარლამენტს რომ ეს კანონპროექტები დღეს განხილულიყო.

„ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა.

ვრცლად:

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვას დღესვე იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი