კომენტარი

Tamada: მარტო მედიას და არასამთავრობოებს არ შეეხება ამ კანონისგან მიღებული ზიანი

3 მარტი, 2023 • 920
Tamada: მარტო მედიას და არასამთავრობოებს არ შეეხება ამ კანონისგან მიღებული ზიანი

“იმედია, მალე გავათვითცნობიერებთ იმას, რომ მარტო მედიას და არასამთავრობოებს არ შეეხება ამ კანონისგან მიღებული ზიანი და დროთა განმავლობაში ყველას აგვიტალახებს კარს” – ასე აფასებს მუსიკოსი თამადა, იგივე ლაშა ჩხაპელია „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.

“ჰოდა, ეს ძალით ყელზე ჩამოკიდებული სასოწარკვეთა მონაგონი გაგვიხდება. სანამ დროა, მეტი ვიფიქროთ ამ საკითხზე და ჩავუღრმავდეთ. დედის დღეს გილოცავთ ყველას”, – დაწერა მუსისკომა ფეისბუკზე და გააზიარა საპროტესტო პოსტერი, რომელზეც ვკითხულობთ, რომ “ეს კანონი დიდი რუსული კედელია ჩვენსა და ევროკავშირს შორის”.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი