კომენტარი

ისეთი სასაცილო განცხადებაა, საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს – კრამერი კობახიძეზე

10 თებერვალი, 2023 • 2077
ისეთი სასაცილო განცხადებაა, საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს – კრამერი კობახიძეზე

დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას „უკრაინაში რუსეთის უპირატესობისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ამბობს, რომ ამ სიტყვების გამო მას უნდა რცხვენოდეს.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, კრამერი აცხადებს, რომ ეს სიტყვები „ისე ჟღერს, თითქოს ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ეს სამარცხვინოა“.

„თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ ცდილობს საქართველოს ჩართვას რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს, ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, – ამბობს დევიდ კრამერი.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს განაცხადა, რომ “უკრაინაში რუსეთის უპირატესობის ფონზე” საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი გაზრდილია. ამ განცხადებას საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

მალევე, 9 თებერვალს კობახიძემ კვლავ იგივე გაიმეორა და დასძინა, რომ რუსეთს ამჟამადაც და საერთო ჯამშიც უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს. მისი თქმით, “ბოლო 1-2 კვირაში” უკრაინას არცერთი, რუსეთს კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აქვს აღებული.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი