ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
კინზინგერმა ტვიტერზე გააზიარა ლევან ხაბეიშვილის ციტატა, სადაც ეს უკანასკნელი ნიკა მელიას აკრიტიკებს იმის გამო, რომ მისი თქმით, 2020 წელს მხარს არ უჭერდა სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
“არსებობს მიზეზი, რატომაც ვერ იგებთ, თქვენ ერთმანეთს ებრძვით ერთი ადამიანის გამო. დანაწევრებული სახლი მყარი ვერ იქნება. დროა, საქართველოს მომავალზე ფოკუსირდეთ”, – დაწერა კინზინგერმა, რომელიც კონგრესმენობის შემდეგ CNN-ის პოლიტიკური კომენტატორია.
And for @UNMgeo @UNMGeorgia there is a reason you can’t win, you fight among yourselves over ONE man. A house divided cannot stand. It’s time to focus on the FUTURE of Georgia. https://t.co/eEyQHGBnxh
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) January 25, 2023
ენმ-ში თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის.