კომენტარი

ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა – გომელაური საგარეჯოში მომხდარზე 

20 იანვარი, 2023 • 2740
ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა – გომელაური საგარეჯოში მომხდარზე 

“ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა”, – განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 20 იანვარს საგარეჯოში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაჭრილია. 

გომელაურმა, რომელიც გამთენიისას შემთხვევის ადგილას ჩავიდა, მედიას განუცხადა, რომ პირი, რომელმაც 5 ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა, ყოფილი სამხედროა და შეიარაღებული ძალები 2021 წელს დატოვა. 

“ძალიან მძიმე შემთხვევაა. მინდა, რომ მივუსამძიმრო ოჯახებს. 5 ადამიანი გარდაცვლილია, ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 

“შემთხვევას ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა. მოქალაქე, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა სახლიდან. იმყოფებოდა მისი შვილი სახლში. სრულწლოვანია ის ბავშვიც. დაიწყო ერთი მხრიდან სროლა აივნის, მერე მეორე მხრიდან. ამ ბავშვმა დატოვა მერე სახლი. მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან, რა დროსაც დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა ჩვენი თანამშრომელიც”, – ამბობს გომელაური. 

მინისტრის თქმით, ნოდარ ათუაშვილი  2006 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რომელიც 2021 წელს დატოვა. 

“ავღანეთშიც ნამყოფია”, – აღნიშნა გომელაურმა და დასძინა – “ როცა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა კარები შეაღეს, საწოლზე გადაწოლილი დახვდათ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს. თავიდან სისხლი მოსდიოდა, ნახეს ხელყუმბარის რგოლები”. 


რა მოხდა საგარეჯოში: 

  • 20 ივნისის ღამეს საგარეჯოში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაჭრილია. 
  • საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან 48 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 4 ადამიანი, 5 კი დაჭრა. მან ცეცხლი გაუხსნა პოლიციასაც. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა.
  • შსს-ს განცხადებით, სპეცრაზმის გამოჩენისთანავე თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლისქვეპუნქტითდა 236- მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენაშენახვისა და ტარებას გულისხმობს.
  • ცნობილი გახდა თავდამსხმელის ვინაობა – ნოდარ ათუაშვილი ყოფილი სამხედროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი