კომენტარი

თუ დაბრუნდება რეაქციული ძალა, მაგალითად, მერაბიშვილი, ვერ ვითანამშრომლებთ – ხაზარაძე ენმ-ზე

25 ნოემბერი, 2022 • 1703
თუ დაბრუნდება რეაქციული ძალა, მაგალითად, მერაბიშვილი, ვერ ვითანამშრომლებთ – ხაზარაძე ენმ-ზე

მამუკა ხაზარაძემ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე პირველი კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, რას ფიქრობს “ლელოს” ლიდერი ნაციონალური მოძრაობაში არსებულ სიტუაციაზე, ხაზარაძე პასუხობს, რომ თუ პარტიაში რეაქციული ძალები დაბრუნდებიან, თანამშრომლობის რესურსს ვერ ხედავს.

“პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნებია დაგეგმილი.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, საპატიმროს დატოვების შემდეგ, ოფიციალურად არ მონაწილეობს პარტიის მართვის პროცესში, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილის თანახმად, თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი