ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი (EPP, გერმანია) თბილისში გამართულ პროევროპულ აქციას ეხმაურება.

„ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა, ქვეყნის იმედი ქუჩაშია და მოითხოვს ევროპულ მომავალს, არ არის დრო, რომ ყველა, ვინც ცდილობს გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანონ ძალები ყველა ბანაკიდან ახალი შეთანხმების მოთხოვნით? ხალხი უკეთესს იმსახურებს“, — წერს გალერი.