კომენტარი

ნატოში გაწევრიანებამდე, ტერიტორიული პრობლემა უნდა მოვაგვაროთ – ღარიბაშვილი

21 ივნისი, 2022 • 1382
ნატოში გაწევრიანებამდე, ტერიტორიული პრობლემა უნდა მოვაგვაროთ – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ამისათვის საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს.

„გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატოში გაწევრიანება. კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ მიენიჭოს ნატოში წევრობის სტატუსი საქართველოს.

ჩვენ არ ვართ მიამიტები და გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზრება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში, ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი გზებით ესახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი