კომენტარი

მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული, როდის წაიწევთ წინ – ფონ დერ ლაიენი

17 ივნისი, 2022 •
მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული, როდის წაიწევთ წინ – ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დენ ლაიენის თქმით, მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული, თუ როდის გადადგამს სამომავლო ნაბიჯს და როდის მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

დღეს, 17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი კომისია რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას, ხოლო პირობების შესრულების შემდეგ შანსს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ფონ დენ ლაიენს ჰკითხეს, რა არის მისი მთავარი მოწოდება საქართველოს მიმართ და დაახლოებით რა პერიოდი იგულისხმება, რაშიც საქართველომ შესაბამისი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

„უპირველეს ყოვლისა, ევროპული პერსპექტივის მიღება, ეს არის დიდი მიღწევა საქართველოსთვის. კარი ღიაა, ახლა კი საქართველოზეა დამოკიდებული, გადადგამს თუ არა აუცილებელ ნაბიჯებს წინ – პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებისთვის და იმის ნათლად საჩვენებლად, რომ თქვენ გინდათ გააქტიურება.

ეს ასევე განსაზღვრავს დროსაც. ეს თქვენზეა დამოკიდებული, რაც უფრო სწრაფად გადადგამთ ამ ნაბიჯებს, მით უფრო სწრაფი იქნება პროგრესი. აქედან გამომდინარე, მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული, რომ დაჩქარდეთ, იყოთ უფრო მკაფიო და ღია კარში წინ მიიწიოთ“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, პერსპექტივა — საქართველოს — ევროკომისიის რეკომენდაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი