ეს ჩანაწერი ფეისბუქზე, გიორგი გვახარიას სტატუსზე დასაწერი კომენტარიდან დაიბადა, რადგან კომენტარის წერისას სათქმელი გამიგრძელდა, გული სევდით ამევსო, დარდმა დამახრჩო და რავიცი კიდევ რა რეფლექსი არ გამიაქტიურდა.
სტატუსი კი შემდეგი იყო: „ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ქართველო პოლიტიკოსებო, რომელთაც ლიბერალიზმზე გაქვთ პრეტენზია (გადაცემების წამყვანებს აღარ მივმართავ, მათზე ხელი მაქვს ჩაქნეული); როცა ვინმე გულაშვილი (ან სხვა, მისი მსგავსი), გადაცემაში ფაშიზმს ქადაგებს და თქვენ მის გვერდით, სტუდიაში იმყოფებით, რატომ მოიყრუებთ ხოლმე თავს და პასუხს არ გასცემთ…აბა როგორ უნდა მოგცეთ ამის მერე ხმა?“
(http://www.facebook.com/profile.php?v=feed&story_fbid=354848389140&id=752949816)
გოგის აღშფოთება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში 9 მარტის 22:20 წუთზე გასულმა გადაცემა „ბარიერმა“ გამოიწვია, რომელშიც სტუმრად იყვნენ მიწვეულნი მალხაზ გულაშვილი (მედია ჰოლდინგ „ჯორჯია თუდეის“ მფლობელი), პეტრე მამრაძე (ნოღადელის პარტია, რომლის სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს, იგივე საქართველოს მარადი კანცლერი), გუბაზ სანიკიძე (მოძრაობა „უქარქაშო ხმლები დედა ისტორიისათვის“ ლიდერი) და თინათინ ხიდაშელი (რესპუბლიკელების ლიდერი, ყოფილი ახალგაზრდა იურისტი და უბრალოდ რევოლუციის ნამუსი).
საუბარი გულაშვილის და ნოღაიდელის მოსკოვში სიარულს ეხებოდა. მოკლედ რეზიუმე ასეთია: მამრაძეს გადაუარეს. ცნობილია, რომ გულაშვილიც იმყოფებოდა მოსკოვში, მაგრამ ისიც აკრიტიკებდა ნოღაიდელს – მე სხვა პონტში ვიყავიო.
გოგის სტატუსზე კომენტარების წაკითხვისას დიდი თავსატეხი გამიჩნდა. გოგი თინა ხიდაშელს აკრიტიკებდა დუმილის გამო. ჩემთვის მისი პათოსი სრულებით მისაღები აღმოჩნდა. ამავე დროს ძალიან მინდოდა, რომ თინა მეორე მხარეს არ მენახა. ამიტომ შევედი და მთელ გადაცემას ვუყურე, განსაკუთრებით მის ბოლო ნაწილს.
23:52–ზეგულაშვილი იწყებს სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობაზე საუბარს, ასახელებს ჯაველიძეს, ამაშუკელს, ჟაჭვლიანს და ნანა დევდარიანს (თინას, რომ არჩევანი მოპარა და რევოლუციაზე გაიყვანა 2003–ში) თანამოაზრეებად და 25 მარტს პრეზენტაციაზეც გვიწევს მერიოტში. შემდეგ ამბობს, რომ მთავარი მიზანია კონკორდატის შესრულება. რომ არ მოხდეს თავდასხმა ეკლესიაზე და ა.შ.
23:56–ზე ამბობს, რომ მთავრობაში ფსევდოლობერალები არიან და ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდა ხდება,მაგალითად, ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელებისო (ისე ლესბოსელებიც ჰომოსექსუალები არიან), იმედის ლოგო კი პრეზერვატივს დაამსგავსეს რა ხდება ეს ქვეყანაშიო, თან როგორ ქვეყანაშიო – დავითის ქვეყანაშიო? ქეთევან დედოფლის ქვეყანაში, რომელმაც მკლავი რომ გამოუჩნდა ისე შერცხვა, რომ შეჰკივლა, მაშინ, როდესაც წამებისას ხმა არ ამოუღიაო.
ამ დროს წამყვანი აჩერებს, კარგით დავანებოთ მაგათ თავიო. (თან ყველას ერთხმად სიცილიც მოჰყვა მის ამ პასაჟს) შემდეგ გულაშვილი აგრძელებს და ეხება რუსეთისა და საქართველოს საზოგადოებას შორის ფართო დიალოგის წარმართვას და აფხაზებთან და ოსებთან ამგვარად ურთიერთობების მოგვარებას.
01:01–ზე სიტყვას აძლევენ თინა ხიდაშელს. ის “აბსოლუტურად ეთანხმება” ფართო დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებით თუმცა იმასაც ამბობს, რომ აფხაზეთზე ოსეთზე გზა რომ რუსეთზე გადის ეს მითიაო. გზა ბრიუსელზე გადისო. ყველანი ერთად ევროკავშირშიო, ოღონდ ეს ყველაფერი არ გამოვა თუ ხალხი ვხოცეთ და სახლები ვანგრიეთო. მასე ვინ მიგვიღებსო. მოკლედ ყველაფერს უპასუხა გარდა ჰომოსექსუალებზე წარმოთქმული „დითირამბებისა“
04:04–ზე გულაშვილი აწყვეტინებს – ბრიუსელი არ ვიცი ჩვენ სტრასბურგის ფორმატზე ვფიქრობდითო.
მგონი ბუჰენვალდი სტრასბურგის გარეუბანი ჰგონია.
00:17 გულაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ჩემი მოკრძალებული აზრით ეს სიტყვა ყველაზე მოკლედ გადმოსცემს ქართველი ერის უკანასკნელი 20 წლის მოგზაურობას ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე ანუ კომუნიზმიდან მართლმადიდებლობისაკენ.
გულაშვილმა გაიხსენა ჩვენ სამშობლოზე ღმერთისაგან დაკისრებული ფუნქცია იყოს კავკასიის გამაერთიანებელი. მოკლედ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო. დემოკრატია უნდა იყოს ქვეყანაშიო – აი კაცი, რომ სახლში მივა პრობლემა რომ არ ჰქონდეს რა ჭამოსო. ესეთი დემოკრატია გვინდაო.
შემდეგ დაიწყეს საუბარი, რომ ხალხს პური არ აქვს და ისტორიული მაგალითიც მოიყვანეს, რომ ლუდოვიკო რომ მორჩა მეფობას ყველა ფრანგი გლეხი თითო ვარიას ჭამდა ყოველდღეო. აი ასეთი მთავრობა გვინდაო. წამყვანმა შეაწყვეტინა და თქვა, რომ ამ მარხვაში ქათმებზე ნუ ვილაპარეკებთო. რაზეც დაახლოებით ისეთი რეაქცია ჰქონდათ, როგორც ჰომოსექსუალების პირველად ხსენებისას, ანუ ჰა, ჰა, ჰა, ჰუ, ჰუ, ჰუ, დაბუ–დუბუ, ლაბი–დუბი.
მერე აღარ გაჩერდა გულაშვილი და „კანტროლკა“ გაისროლა. ჩვენ ევროპული ღიღებულებები რად გვინდა, ჩვენ ევროპული ეკონომიკა გვინდაო. „მამაჩემის რადიოს“ არტი გამახსენდა – Money table, you –go.
00:20 თინას გულმა ვერ მოუთმინა და თქვა – რატო კაცო დემოკრატია ხო გვინდაო. სიტყვის თავისუფლება ევროპული ღირებულებააო და არა ჩეჩნეთში მოგონებულიო.
გულაშვილმა – რათ გვინდა უზნეო დემოკრატიაო.
გუბაზა ჩაერთო მარჯვენა ფლანგიდან – უზნეო საზოგადოება დოვლათს ვერ შექმნისო.
გულაშვილმა – რომ ქმნიანო.
გუბაზამ – სადა კაცოო.
გულაშვილმა – აი იქ სადაც ერთსქესიანი ურთიერთობები და მამაძაღლობებიაო.
გუბაზამ დაამშვიდა – ეგ მთელი ევროპა მასეთი კი არ არისო. ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ასეთი კავშირების აღიარებაო.
გუბაზამ არ იცოდა, რომ სწორედ ის ქვეყნები რჩებიან რეცესიაში, სადაც ერთსქესიანი ურთიერთობები არ არის ლეგალიზებული. ეს ისე. სიტყვაზე.
00:21 თინას მეორედ ვერ მოუთმინა გულმა. რა ღირებულებებზე საუბრობთ ჩეჩნეთში ქალს ხმის ამოღების უფლება რომ არ აქვსო? რა გირჩევნიათ საფლავებზე ადამიანის მსხვერპლად შეწირვაო?
აქ გუბაზა ჩაერია – ჩვენ ორი ბასილის პრობლემის წინაშე ვდგავართო – ბასილ მკალავიშვილის და ბასილ კობახიძისო. უკიდურესობებში ვვარდებით და ოქროს შუალედი ვერ გვიპოვნიაო (ალბათMoney table, you –go–ს გუსლიხმობდა). არც ერთსქესიანი ურთიერთობები გვინდა და არც საფლავებზე ხალხის დახოცვაო.
მესამედ თინას გულმა მოუთმინა! მოკლედ ყველა საკითხს შეეხო გარდა ჰომოსექსუალების მის თვალწინ მიწაში ცოცხლად ჩადებისა, იქიდან ამოღებისა, მერე სარზე გასმისა და ბოლოს ჩაქვავებისა.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია გოგის დაუწერა კომენტარი – მე კონკრეტული მიზნით ვიყავი იქ მისული და სულაც არ ვნანობ, რომ არაფერი ვთქვიო.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩემი სტუდენტობისდროინდელი ნაცნობი გიორგი კანდელაკი გამახსენდა. სულ ერევათ მოკრივეში. არა, ის არა, მეორე – გუნცაძემ რომ ალიყური უთავაზა რადიოში ვებკამერების დასანახად და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო რომ არ უჩივლია. ჰო ეს ის გიორგია, რომელმაც შსს–ს მიმართვა დაუგზავნა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც ციხიდან გამომიყვანეს. მიმართვა პოლიციელების ქცევას ამართლებდა. გიორგი რატომ გამოიყენეს კაცი პარლამენტის წევრი ამისათვის დღემდე უცნობია.
მოკლედ, მე რიგის პრაიდიდან მოვდიოდი, ის ლიტველ პარლამენტარებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდა რიგის გავლით. აეროპორტში ვკითხე – გიორგი რა მოუვიდა ამ თქვენს მთავრობას, რა იცის ეკლესიამ მასზე ისეთი, რომ ძველბიჭურად გახევენ რაც უნდათთქო. ასე მითხრა – პოლიტიკა კომპორმისების ხელოვნებააო. მაგათაც მოევლებათო.
ხოდა კითხვები გამიჩნდა თინასთან, რომელსაც ღიად დაუსვამ, და რომლებსაც იმედია ის უპასუხოდ არ დატოვებს.
თინა, როდესაც მოქკავშირის მემკვიდრეობაზე საუბრობ ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილხარ, რა გარანტია გაქვს, რომ გიგა ბოკერიაზე უფრო კეთილთვისებიან ტრანსფორმაციას განიცდი იქ მოხვედრის შემდეგ?
ახლავე თუ ასეთ კონცესიებს აკეთებ საკუთარი სინდისის ხარჯზე, მერე რა იქნება? ეგებ ლირთქიფანიძის ოცნების პროექტისათვის ჰომოსექსუალთა უკანალზე მრიცხველის დაყენებასთან დაკავშირებითაც მხარი დაგეჭირა.
თინა, როდესაც იმ სიტყვებს ისმენდი იმ ადამიანებისაგან ერთი წუთით მაინც არ გაგახსენდი პირადად მე, სხვა მრავალი ჰომოსექსუალი, რომელიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლებსაც შენთან ერთად გვიბრძოლია იმ პრინციპებისათვის, რომელთა ერთგულიც შენ ხარ (?)
ნუთუ არ შეგრცხვა ცოტათი მაინც, გულის სიღრმეში მაინც. ნუთუ ვერ ხედავ ამ დუმილით რა მომავალს უმზადებ შენ თანამოქალაქე ჰომოსექსუალებს.
ნუთუ გეგულება ამ საკითხისადმი თქვენზე უფრო გახსნილი პოლიტიკური ძალა. მაშ ვის უნდა ამოეღო ხმა თუ არა თქვენ თინა? მე რომ მომადგებიან და ფეხებით რომ გამომათრევენ შენ მაშინაც არ ამოიღებ ხმას? არ გგონია, რომ მაშინ შენი ხმა ბრბოს დრტვინვაში დაიკარგება? არ გგონია, რომ გვიანი იქნება?
მაშ რა გავაკეთოთ ჩვენ ჰომოსექსუალებმა? წავიდეთ ამ ქვეყნიდან თინა? თუ ნაცრისფერი უნიფორმა მოვირგოთ და თაყვანი ვცეთ ერთად–ერთ ჭეშმარიტ თეთრ მამაკაც ჰეტეროსექსუალთა ღმერთს? ან იქნებ თადარიგი დავიჭიროთ თავად შევისხათ ცხელი კუპრი, რომ გეენა კონტრასტულად არ მოგვეჩვენოს?
თინა თქვენ არჩევნებში 3–4%–ზე მეტს იშვიათად იღებთ ხოლმე. თბილისში ჰომოსექსუალთა უფორ დიდი კონცენტრაციაა ვიდრე რეგიონებში, თავისუფლად შესაძლებელია, რომ ჰომოსექსუალთა უმრავლესობა თბილისში იყოს თავმოყრილი დანარჩენი საქართველოდან. ეს ხომ მინიმუმ 10%–იანი ელექტორატია? ხოდა ცისარტყელის დროშას გაჩუქებთ და ჩვენი ინტერესები დაიცავით, ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესები დაიცავით, ქალთან ორალურ სექსზე უარის არმთქმელი ჰეტერო მამაკაცების უფლებები დაიცავით და მერწმუნეთ გაცილებით მეტ ხმას მიიღებთ. თქვენი პოტენციური ელექტორატი დაბნეულია და იმედგაცრუებული. პოლიტიკა ხომ კომპრომისების ხელოვნებაა. მგონი საკმაოდ პრაგმატული გეგმა შემოგთავაზეთ. რას იტყვით?