კომენტარი

შევძელით, კვიპროსი არ შეეწინააღმდეგება SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას – კულება

26 თებერვალი, 2022 • 2138
შევძელით, კვიპროსი არ შეეწინააღმდეგება SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას.

„კვიპროსმა დაადასტურა, რომ არ დაბლოკავს რუსეთის გათიშვის გადაწყვეტილებას. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს 24-საათიან მუშაობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და უკრაინის დასაცავად რუსი დამპყრობლებისგან“, – აცხადებს კულება ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

SWIFT-ის გარეშე ვეღარ მოხდება რუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა სხვდასხვა ტრანზაქციისთვის.

დასავლეთს ჯერ არ მიუღია ფინანსური გაერთიანებიდან რუსეთის გამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი