კომენტარი

პრემიერი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში – ლომჯარია

25 თებერვალი, 2022 • 1658
პრემიერი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში – ლომჯარია

საქართველოს სახახლო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის განცხადებები მის პოზიციას არ გამოხატავს.

ლომჯარიას თქმით, ქართველები მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებენ.

“საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებები და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!

ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!”- წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.


რუსეთმა უკრაინაში მასობრივი, სასტიკი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. გარდა ამისა, განადგურებულია არაერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი.

რუსეთმა 25 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყო კიევის დაბომბვა.

უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის – პრემიერი

საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი