კომენტარი

ივანიშვილმა საარჩევნო უბანი კვლავ  უკომენტაროდ დატოვა

30 ოქტომბერი, 2021 • 16821
ივანიშვილმა საარჩევნო უბანი კვლავ  უკომენტაროდ დატოვა

“ოცნების” დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანნიშვილმა 30 ოქტომბერს საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა. მას ჟურნალისტებთან არც არჩევნების პირველი ტურის დროს უსაუბრია. 

ივანიშვილმა მეორე ტურზე ხმა დილის 09.00  საათზე მისცა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე.  უბანზე მას დახვდა მედიის არაერთი წარმომადგენელი, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ივანიშვილი არ არის “საჯარო პირი” და არ აპირებს კომენტარის გაკეთებას. 

ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა და არ უსაუბრია. 

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მეორე ტური იმართება.


ფოტო: მარიამ ნიკურაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი