კომენტარი

სააკაშვილის განმატება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩინელებისთვის მიყიდვაზე

13 იანვარი, 2015 • 1106
სააკაშვილის განმატება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩინელებისთვის მიყიდვაზე

 

„ვისაც ყურში მოხვდა გუშინ, ჩემს მიერ ბათუმის ტექნოლიგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, მყიდველი კომპანიის ჩინური წარმომავლობის აღნიშვნა, მინდა ვთქვა – ნებისმიერი მინიშნებაც კი, რომ მე ეთნიკური ფაქტორით შეიძლება ვსპეკულირებდე, უადგილო რომ არის ალბათ ყველა ხვდება და ჩემთვის სულერთია ქართული კომპანია შეასრულებს ივანიშვილის დავალებას თუ ჩინური; და ვერც კეთილსინდისიერ ინვესტორად ვერ ჩავთვლი მათ, ვინც ამ შემთხვევაში პირდაპირ მთავრობის დავალებას ასრულებს.

 

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მე უბრალოდ ხაზი გავუსვი ქართული ოცნების ორსახოვნებას. ეს ხალხი მოვიდა, მათ შორის იმ ბრალდებებით, რომ ჩვენ საქართველო უცხოელებს მივყიდეთ. ახლა ინვესტიციების მოზიდვის საბაბით, საბოლოოდ კლავს საქართველოს ყველაზე მაგარი უნივერსიტეტის პროექტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ზუსტად ვიცით, რომ ბოლო ორ წელიწადში ასევე საინვესტიციო კლიმატიც გაუარესდა, რაც აისახა კიდეც ინვესტიციების მოცულობის მკვეთრ შემცირებაში.

 

ვისურვებდი, რომ არა მარტო მე, ან ცალკე აღებული ერთი პარტია, ან ბათუმელთა გუშინ გამოსული ჯგუფი კი არ ვიცავდეთ უნივერსიტეტს, არამედ მთელმა მოაზროვნე საზოგადოებამ შეუშალოს ხელი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეის განადგურებას.

 

გუშინ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხელ სააკაშვილმა თქვა: „დაიბარეს ჩინური ჯგუფი „ხუალინგი“ და დაავალეს, რომ თქვენ ეს სასტუმრო უნდა იყიდოთო. თან, 25 მილიონად. მე როცა ივანიშვილს ძალით ავაშენებინე დელფინარიუმი ბათუმში და სულ მიხალტურა, მრავალი წელი გაწელა და ბოლოს ჯიხურს დაამსგავსა, ის დაუჯდა უფრო მეტი.

 

…თან ვის აძლევენ?!  ჩინელებს! კითხვას ვსვამ – ეს ის ხალხი არ იყო, ამდენი ხანი რომ ლაპარაკობდნენ, ყველაფერი უცხოელებს მისცესო?! ქართული განათლების კერის გადაკეთება ჩვეულებრივ ჩინურ სასტუმროდ, ბათუმის ცენტრში, ბულვარის საუკეთესო ადგილას… ბულვარის ცენტრში რატომ გავაკეთეთ,  დანარჩენ თვეებში რომ არ კვდებოდეს ბათუმის ცენტრი“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი