კომენტარი

კორძაია: ყოველდღე არ უნდა ვახსენოთ, რომ აფხაზები ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ

17 ოქტომბერი, 2014 •
კორძაია: ყოველდღე არ უნდა ვახსენოთ, რომ აფხაზები ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ

კორძაიას თქმით, აფხაზების მიერ რუსეთის შემოთავაზების შეფასება ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი [აფხაზები] თვითგამორკვევისთვის იბრძვიან.

 

“და ყირიმისგან განსხვავებით, არ სურთ შეუერთდნენ რუსეთს. აფხაზები ქართველებთან შეხევდრის დროს თუ ნებისმიერ ტრიბუნაზე მოხვედრის დროს, მუდამ იმაზე აპელირებენ, რომ მცირე ერი არიან და თვითგამორკვევისთვის იბრძვიან. რამდენად ვიზიარებთ ამ პოზიციას, ეგ სხვა საკითხია.  აფხაზების პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, ალბათ კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან, ვისთან ურთიერთობა იქნება მათთვის სასურველი და საინტერესო სამომავლოდ.”

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის საკითხის აქტუალიზაცია ხელისუფლებაში მისასალმებელია.

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის თემის აქტუალიზაცია მოხდა ხელისუფლებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, უშიშროების საბჭოს სხდომა მოეწვია და გარდა ამისა, დღეს პარლამენტის მსჯელობს და რეზოლუციას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ჩვენი რიტორიკა არსებითად უნდა შეიცვალოს. აფხაზ ხალხთან თანაცხოვრებაზე უნდა ვისაუბროთ და არა ტერიტორიების დაბრუნებაზე. თანაცხოვრება ტერიტორიების გაზიარებასაც გულისხმობს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც თანასწორს, ისე უნდა შევხედოთ და არ გავუსვათ ხაზი ჩვენს დომინანტურ მდგომარეობას. აქამდე ეს ასე იყო. ეს რომ ჩვენი ტერიტორიაა, ამას მსოფლიოც აღიარებს. თუმცა ყოველდღე არ უნდა ვახსენოთ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და ისინი ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. უნდა ვეძებოთ მათთან საერთო, ის ინტერესები, რაც მათთვის იქნება მომხიბლავი და ჩვენთვის სასურველი.”

 

გუშინ, 16 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ “რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების პროექტი, რომელიც რუსულმა მხარემ მოამზადა “პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის და აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის.” 

 

ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადება საზოგადოების ნაწილმა საფრთხის შემცვლად შეაფასა.

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი