კომენტარი

რობი კუხიანიძე: საერთოდ ზრუნავს ვინმე ნარკოდამოკიდებულებზე ამ ქვეყანაში?

28 ივნისი, 2018 • 2745
რობი კუხიანიძე: საერთოდ ზრუნავს ვინმე ნარკოდამოკიდებულებზე ამ ქვეყანაში?

რობი კუხიანიძე, მუსიკოსი:

„ნარკოტიკის მოხმარების გამო ციხით არ უნდა ისჯებოდნენ. ადამიანს უფლება აქვს მოეპყროს საკუთარ სხეულს ისე, როგორც სურს.

სარეაბილიტაციო კლინიკები, ფსიქიატრიული დაწესებულებები არ არსებობს, საერთოდ ზრუნავს ვინმე ნარკოდამოკიდებულებზე ამ ქვეყანაში? ვიღაცები მდიდრდებიან გაუბედურებული მომხმარებლების ხარჯზე.

სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ფული კლინიკებისა და მკურნალობისთვის. რა შუაშია ციხე და ნარკოდამოკიდებული, საერთოდ, გაურკვეველია ჩემთვის. სნეულს კიდევ წიხლის კვრა უნდა, თუ შველა და დახმარება? ღვინო რა, არ არის ნარკოტიკი? იგივე ნარკოტიკია, რომელსაც ყველაზე არასწორად საქართველოში იყენებენ.

რატომ არ იკვლევს სახელმწიფო, რომელი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ სჩადიან ადამიანები ყველაზე ხშირად დანაშაულს?

პოლიცია ასრულებს იმას, რასაც ავალებენ. მთავარი დამნაშავეები უმაღლეს სტრუქტურებში არიან.

ყველას თანავუგრძნობ, ვისაც ნარკოდამოკიდებულების პრობლემა აქვს.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი