კომენტარი

მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

30 ოქტომბერი, 2013 • 1148
მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ახლა თეატრი სავალალო მდგომარეობაშია – 2011 წელს აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის ფარგლებში თბილისის მერიამ შენობის გარემონტება დაიწყო, და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ რეკონსტრუქცია თითქმის ორი წელია შეჩერებულია. თეატრი გამოასახლეს შენობიდან, რომელშიც დაარსების დღიდან იყო განთავსებული და ის ახლა საკუთარი სახსრებით ქირაობს არასპეციფიკურ დარბაზს. მაყურებლის რაოდენობა  იძულებით გავანახევრეთ და მომსახურების სპექტრიც ძლიერ შევზღუდეთ.


თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი არ არის მხოლოდ “სპექტაკლი”, ან უბრალოდ, გართობა. პირველად ამ თეატრში ეზიარება ბავშვი თეატრალურ ანბანს, აქ ყალიბდება, როგორც კულტურული მაყურებელი.

 

სტაციონარის პირობებში თეატრი 40 000-ზე მეტ მაყურებელს იღებს, ანუ 200 სპექტაკლს უჩვენებს. სეზონის განმავლობაში მასპინძლობას უწევს 3000-მდე ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან; ემსახურება ბავშვთა სახლებს, შშმ ბავშვებს… სპექტაკლები მუდმივად ანშლაგით მიმდინარეობს.

 

თუ დღეს ჩვენ ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, ჩვენი თეატრი საუკეთესო ინსტრუმენტია იმისათვის, რომ მომავალ თაობას სწორი ორიენტირები მივაწოდოთ. თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკოლა, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ღირსეული მოქალაქეების აღსაზრდელად.

 

2014 წლის 26 მაისს სსიპ გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრს დაარსებიდან 80 წელი უსრულდება.

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ თეატრის საიუბილეო თარიღამდე დასრულდეს თეატრის შენობის რემონტი.

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!

პატივისცემით,

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი                         

ელენე მაცხონაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი