კომენტარი

შარაშენიძე: ნატოს სამიტზე საქართველოს მოხვედრა მისიაში მონაწილეობამ განაპირობა

7 ივნისი, 2013 • 1050
შარაშენიძე: ნატოს სამიტზე საქართველოს მოხვედრა მისიაში მონაწილეობამ განაპირობა

“ის, რომ ნატოს სამიტზე საქართველო დღის წესრიგში მოხვდა, ეს იყო ჩვენი ავღანეთში მონაწილეობით განპირობებული. ძალიან მძიმეა საქართველოს სიდიდის ქვეყნისთვის ამხელა დანაკლისი, 29 ჯარისკაცი, თუმცა გასათვალისიწნებელია, რომ ეს ოპერაცია ავღანეთში ერთ წელიწადში მთავრდება და ჩვენი კონტიგენტიც თანდათან გამოვა. მთავარი ამ ეტაპზე არის ის, რომ პანიკა არ დაითესოს ქვეყანაში. პოლიტიკური ლიდერების განცხადებებმა, მგონი, იქონია ამ მხრივ დადებითი გავლენა და ეს საფრთხეც აცილებულია”, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

 

შარაშენიძის განცხადებით, youtube-ზე გავრცელებული ვიდეო შიშის საფუძველს არ იძლევა:

 

“რაც შეეხება ცნობილ ვიდეოკლიპს, ის, რომ ავღანეთიდან არ მოდიოდა, ეს ნათელია, თუ ავღანელებს უნდოდათ, რომ მოეწყოთ ტერაქტი, გამაფრთხილებელ ვიდეოკლიპს არ დადებდნენ. ტერაქტი გათვლილია მოულოდნელობის ეფექტზე და წინასწარ არ გეტყვიან, რომ უნდა მოგკლან”, – განაცხადა შარაშენიძემ.

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

მისი თქმით, ასევე ნორმალურია ხალხის რეაქცია და ის, რომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის მოთხოვნით აქციები დაიგეგმა:

“აქციების დაგეგმვა ბუნებრივია. დემოკრატიულ ქვეყნებში მუდმივად იგეგმება აქციები, მაგალითად, ბირთვული იარაღის აკრძალვის მთხოვნით აქციები 24 საათის განმავლობაში მიდის თეთრი სახლის წინ. ეს დემოკრატიის ნაწილია, როდესაც გამოჩნდებიან პაციფისტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არ უნდა იყოს ომი საერთოდ მსოფლიოში”, – განაცხადა შარაშენიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი