კომენტარი

ანჯელინა ჯოლი: ჩემი სამედიცინო არჩევანი

14 მაისი, 2013 • • 3111
ანჯელინა ჯოლი: ჩემი სამედიცინო არჩევანი

დედაჩემი ებრძოდა კიბოს თითქმის 10 წლის განმავლობაში და 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან იცოცხლა იმდენ ხანს, რომ გაეცნო და ხელში აეყვანა მისი პირველი შვილიშვილები, მაგრამ ჩემი დანარჩენი შვილები ვეღარ გაიცნობენ მას და ვერ გაიგებენ, როგორი მოსიყვარულე და კეთილი იყო იგი. 

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ “დედის დედის” შესახებ და აღმოვაჩინე, რომ ვცდილობ ჩემს შვილებს ავუხსნა იმ ავადმყოფობის შესახებ, რომელმაც დედაჩემი ჩვენგან წაიყვანა.  მათ მკითხეს – შესაძლებელია თუ არა იგივე დამემართოს მეც. ყოველთვის ვეუბნები, რომ არ იდარდონ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მე “გაუმართავი” გენის– BRCA1, მატარებელი ვარ და იგი  მკერდის და საკვერცხის კიბოს განვითრარების რისკს ჩემთვის მკვეთრად ზრდის. 

ჩემი ექიმის შეფასებით, მკერდის კიბოს რისკი 87 % იყო, ხოლო საკვერცხის კიბოს რისკი -50%. რისკები ინდივიდუალურია თითოეული ქალის შემთხვევაში. მკერდის კიბოს  პატარა ნაწილიც კი გენის მუტაციის შედეგია. BRCA1–ის მქონე ადამიანების რისკი კი საშუალოდ 65%–ია. 

მას შემდეგ, რაც ჩემი რისკების შესახებ გავიგე, გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დამეყვანა იგი, ჩამეტარებინა პრევენციული ორმაგი მასტექტომია, დავიწყე მკერდიდან, რადგან საკვერცხესთან შედარებით კიბოს განვითარების რისკი უფრო დიდი იყო და ოპერაციაც უფრო რთული. 

27 აპრილს დავასრულე სამთვიანი სამედიცინო პროცედურები, რომელსაც მასტექტომია მოითხოვს. ამ დროის მანძილზე ეს არ უნდა გახმაურებულიყო  და ამავდროულად უნდა გამეგრძელებინა მუშაობა. მაგრამ ამას ახლა ვწერ იმიტომ, რომ იმედი მაქვს, სხვა ქალები ისარგებლებენ ჩემი გამოცდილებით.  კიბო ჯერ კიდევ არის ის სიტყვა, რომელიც იწვევს შიშს ადამიანის გულებში და აჩენს გრძნობას, რომ უძლური ხარ. მაგრამ დღეს სისხლის ანალიზით  შესაძლებელია განსაზღვრო, ხარ თუ არა მიდრეკილი მკერდის ან საკვერცხის კიბოს მიმართ და გადადგა ქმედითი ნაბიჯები. 

ჩემი მკურნალობის პროცესი 2 თებერვალს დაიწყო პროცედურით, რომელსაც “კერტის შეკავება” ეწოდება. პროცედურა აბრკოლებს  დაავადების განვითარებას კერტის უკან განთავსებულ სადინარში და არეგულირებს ამ არიალში სისხლის ჭარბ მიწოდებას. იგი იწვევს ტკივილს და დალურჯებებს, მაგრამ ზრდის მკერდის კერტის გადარჩენის შანსს. 

ორი კვირის შემდეგ მთავარი ოპერაცია ჩამიტარდა, როდესაც მკერდის ქსოვილი ამოიღეს და მის ნაცვლად დროებითი შემავსებლები მოათავსეს მკერდში. ოპერაციამ შესაძლოა 8 საათს გასტანოს. შენ იღვიძებ  მკერდში მოთავსებული სადრენაჟო მილებით, გამაფართოებლებით და შეგრძნებით, რომ ეს სცენაა სამეცნიერო–ფანტასტიკის ფილმიდან. მაგრამ ოპერაციიდან რამდენიმე დღეში შეგიძლიათ ნორმლურ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. 

9 კვირის შემდეგ საბოლოო ოპერაცია მკერდის იმპლანტით რეკონსტრუქციით სრულდება. ძალიან ბევრი მიღწევა იყო ამ პროცედურის მიმართულებით ბოლო ორ წელიწადში და შედეგი შესაძლებელია ლამაზი იყოს. 

მინდოდა დამეწერა ეს, რათა მეთქვა სხვა ქალებისთვის, რომ მასტექტომიის ჩატარების გადაწყვეტილება არ იყო იოლი მისაღები. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. მკერდის კიბოს განვითარების რისკი 87%–დან 5%–მდე დაეცა. მე შემიძლია ვუთხრა ჩემს შვილებს, რომ მკერდის კიბოს გამო ჩემი დაკარგვის არ უნდა ეშინოდეთ. 

ისინი ვერ ხედავენ ვერაფერს, რაც მათ თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს, ისინი მხოლოდ ჩემს პატარა იარებს ხედავენ და სულ ეს არის.  ყველაფერი დანარჩენი კი ისევ ის დედაა, რომელიც ყოველთვის იყო და მათ იციან, რომ მე მიყვარს ისინი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს ვიყო. რაც შემეხება პირადად მე, არ ვგრძნობ, რომ რამე დამაკლდა როგორც ქალს.  ვგრძნობ უფლებას, რომ  მივიღე ძლიერი გადაწყვეტილება, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეამცირებს ჩემს ქალურობას. 

ძალიან გამიმართლა, რომ მყავს პარტნიორი (ბრედ პიტი), რომელიც მოსიყვარულე და მხარდამჭერია. ყველას, ვისი ცოლიც ან მეგობარი გოგონა გადაწყვეტს იმავეს ჩატარებას,–თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ ამ ცვლილების პროცესის.  “Pink Lotus Breast Center”–ში, სადაც მე ვმკურნალობდი, ბრედი იყო ოპერაციის თითოეული წუთის განმავლობაში.  ჩვენ ვპოულობდით მომენტებს, გაგვეცინა ერთად. ორივემ ვიცოდით, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ოჯახისთვის ვაკეთებდით და ვიცოდით ისიც, რომ ეს კიდევ უფრო დაგვაახლოვებდა.  ეს ასეც მოხდა. 

ყველა იმ ქალისთვის, რომელიც ამას წაიკითხავს, ვიმედოვნებ, რომ ეს დაგეხმარებათ იცოდეთ– თქვენ გაქვთ არჩევანი. მინდა წავახალისო ყველა ქალი, განსაკუთრებით ისინი, ვის ოჯახებსაც აქვს მკერდის ან საკვერცხის კიბოს გამოცდილების ისტორია, რომ შეეცადოთ ინფორმაციის მოპოვება და იმ მედიცინის ექსპერტების პოვნა, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების ამ ასპექტში, რათა თქვენი, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ. 

მინდა დავადასტურო, რომ ბევრი ექიმი მუშაობს ოპერაციის  ალტერნატიულ გზებზე. ჩემი პირადი რეჟიმი “Pink Lotus Breast Center”–ის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდება და იმედი მაქვს, რომ იგი სასარგებლო იქნება სხვებისთვის. 

მკერდის კიბო 458,000 ადამიანს კლავს ყოველწლიურად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ძირითადად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, რათა უზრუნველვყოთ, რომ მეტმა ქალმა შეძლოს გენის ტესტის ჩატარება და სიცოცხლის შემანარჩუნებელი პროფილაქტიკური მკურნალობა. არ აქვს მნიშვნელობა,  რა არის მისი საარსებო წყარო, რა ბექგრაუნდი აქვს, ან სად ცხოვრობს. BRCA1–ის და BRCA2–ის ტესტირება აშშ–ში 3 000 დოლარს აღემატება, რაც ბევრი ქალისთვის დაბრკოლებად რჩება. 

ჩემი ისტორიის გასაჯაროება გადავწყვიტე, რადგან ბევრი ქალია, რომელმაც არ იცის, რომ მათ შესაძლოა კიბოს ჩრდილის ქვეშ მოუწიოთ ცხოვრება. ეს ჩემი იმედია, რომ მათ მალე ექნებათ გენის ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა და თუ მაღალი რისკის მატარებლნი არაინ, მათ ეცოდინებათ, რომ აქვთ არჩევანი. 

ცხოვრება ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ის გამოწვევები, რომელთა კონტროლიც შეგვიძლია, სწორედ ის გამოწვევებია, რომლებიც ვერ შეგვაშინებს. 

ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი დედასთან ერთად
ანჯელინა ჯოლი დედასთან ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი