კომენტარი

არასამთავრობოები ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ

13 თებერვალი, 2013 • 1081
არასამთავრობოები ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლუკა კურტანიძესა და თემურ ყაზარაშვილს შორის ინციდენტთან დაკავშირებათ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და დაკითხა ორივე მხარე, რაც  დაადასტურა 5 თებერვალს შსს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის საშუალებით.  

 

ციტირება – „მე არ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. ის კურირებს სამინისტროში სპორტის მიმართულებას, არის სახელოვანი სპორტსმენი და ამდენი კითხვა არ უნდა არსებობდეს მის ირგვლვ“ ერთის მხრივ კეთდება განცხადება, თუმცა მეორეს მხრივ ფაქტი ნათელია, არსებობს დაზარალებული თემურ ყაზარაშვილი, რომელსაც შსს–ს აკადემიის პრორექტორმა ლუკა კურტანიძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.  

 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს ზედაპირულად და ადგილი აქვს შერჩევით სამართალს.  პოლიცია და მისი ადმინისტრაცია ძალადობის პრევენციის ნაცვლად მხარდაჭერას უცხადებს ლუკა კურტანიძეს და ახალისებს მის ქმედებას. 

 

ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ აღნიშნული გამოძიება გახადოს გამჭვირვალე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მით უმეტეს რომ ლუკა კურტანიძე გახლავთ პოლიციის აკადემიის პრორექტორი და იგი უნდა წარმოადგენდეს მაგალითს რიგითი პოლიციელისათვის. ასევე მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს, შეუჩეროს უფლებამოსილება ლუკა კურტანიძეს გამოძიების დასრულებამდე. 

 

თუ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენ პროტესტის სხვა ფორმას მივმართავთ.” 

 

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: 

  • ტოლერანტობის სახლი
  • უფლებების სკოლა
  • ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელი
  • ტურიზმის სოფლის მეურნეობის კვლევითი და გადამზადების ინსტიტუტი
  • ახალგაზრდა სოციოლოგთა და პოლიტოლოგთა კლუბი
  • სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი
  • ეკო ტრანსპორტ ცენტრი
  • ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი
  • ალიანსი უცხოელი სტუდენტები ლატვიაში და ინტეგრაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი