პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მუხლი 17. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიხშირეები
1. საზოგადოებრივ მაუწყებელს განცხადების საფუძველზე კომისია ანიჭებს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მის მიერ გამოყენებულ სიხშირეებს, რომელთა გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლობა სიხშირეების გამოყენებით ხორციელდება 4 სატელევიზიო არხზე და 4 რადიოარხზე. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სატელევიზიო არხები.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი (მეოთხე არხი) სარგებლობს განსაკუთრებული სტატუსით და მისი უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება ამ კანონით.
2. „მუხლი 24. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა
1. სამეურვეო საბჭო შედგება 9 მეურვისაგან, რომელთაგან ორს ნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა (თუ საპარლამენტო უმრავლესობა არ არსებობს – ყველაზე მეტი წევრის მქონე ფრაქცია), ხოლო სამს – პარლამენტის დანარჩენი წევრები.
2. სამეურვეო საბჭოს ერთი წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
3. მეურვის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი, რომელიც იწყება იმ მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ვის ნაცვლადაც იგი იქნა არჩეული/დანიშნული, ხოლო თუ იგი აირჩა/დაინიშნა მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის/დანიშვნის მომენტიდან. მეურვის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან/დანიშვნიდან 6 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რა რიცხვშიც დაიწყო მისი უფლებამოსილების ვადა.
4. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება გამწესდეს მეურვედ ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.
5. მეურვეს სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისათვის ეძლევა ჰონორარი და აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები.
6. მეურვის ჰონორარისა და კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში, რომლიდანაც ჰონორარისთვის გამოყოფილი თანხა 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
3. მუხლი 25. მეურვის დანიშვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
1. მეურვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს სახალხო დამცველი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
2. მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსის წესით.
3. ყველას აქვს მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა არ დასახელდა, კონკურსის ვადა 15 კალენდარული დღით გრძელდება, რის თაობაზეც სახალხო დამცველი ვადის ამოწურვისთანავე აკეთებს საჯარო განცხადებას.
4. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წლისა ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
5. სახალხო დამცველის მიერ დანიშნულ მეურვეთაგან ერთს მაინც უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მუშაობის გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
6. მეურვეობის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში სახალხო დამცველი ქმნის საკონკურსო კომისიას და თავის ვებგვერდზე და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში აქვეყნებს მეურვეობის კანდიდატთა სიას.
7. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს კანდიდატებს და სახალხო დამცველს 1 ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგენს სულ ცოტა 3 კანდიდატურას.
8. სახალხო დამცველი მეურვეს ნიშნავს მეურვეობის კანდიდატურების მისთვის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
4. მუხლი 26. მეურვის არჩევა საქართველოს პარლამენტის მიერ
1. მეურვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
2. მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.
3. ყველას აქვს მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა არ დასახელდა, კონკურსის ვადა 15 კალენდარული დღით გრძელდება, რის თაობაზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვადის ამოწურვისთანავე აკეთებს საჯარო განცხადებას.
4. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წლისა ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
5. მეურვეობის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება 5 წევრისაგან დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. იმავე ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ვებგვერდზე და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში აქვეყნებს მეურვეობის კანდიდატთა სიას.
6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს კანდიდატებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას. კომისიის გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მიღებულად მიიჩნევა, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის 3 წევრი მაინც.
7. საქართველოს პარლამენტი მეურვეს ირჩევს პარლამენტის სხდომაზე, საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამასთანავე, თუ ვაკანსია მიეკუთვნება საპარლამენტო უმრავლესობის კვოტას, მეურვეს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა (თუ საპარლამენტო უმრავლესობა არ არსებობს – ყველაზე მეტი წევრის მქონე ფრაქცია), წინააღმდეგ შემთხვევაში მას ირჩევენ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში/ყველაზე მეტი წევრის მქონე ფრაქციაში. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და მიეკუთვნება როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე პარლამენტის დანარჩენი წევრების კვოტებს, ჯერ აირჩევა მეურვე (მეურვეები) საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ხოლო შემდეგ – პარლამენტის დანარჩენი წევრების კვოტით. მეურვედ არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის (თუ საპარლამენტო უმრავლესობა არ არსებობს – ყველაზე მეტი წევრის მქონე ფრაქციის) და პარლამენტის დანარჩენი წევრების სიითი შემადგენლობების უმრავლესობებისა. კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების თანაბრობის შემთხვევაში, თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა აღემატება ვაკანსიათა რაოდენობას, მათ შორის იმართება ხელახალი კენჭისყრა და არჩეულად მიიჩნევა ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს. მეურვის არჩევა შესაბამისად ფორმდება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის (თუ საპარლამენტო უმრავლესობა არ არსებობს – ყველაზე მეტი წევრის მქონე ფრაქციის) და პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში/ყველაზე მეტი წევრის მქონე ფრაქციაში. გადაწყვეტილებას ხელს აწერს პარლამენტის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე.
5. მუხლი 27. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ტუსაღობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარებს – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;
გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს მეურვის უფლებამოსილებას;
დ) ერთი კალენდარული წლის ფარგლებში 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში ვერ ასრულებს მეურვის უფლებამოსილებას;
ე) გადადგა თანამდებობიდან – გადადგომის დღიდან;
ვ) გარდაიცვალა – გარდაცვალების დღიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება პარლამენტის დადგენილებით, თუ იგი არჩეული იყო პარლამენტის მიერ, და საქართველოს სახალხო დამცველის განკარგულებით, თუ იგი დანიშნული იყო სახალხო დამცველის მიერ, ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაცია თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ცნობად მიიღება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“– „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვთ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს და საქართველოს სახალხო დამცველს.
5. პროცედურის ინიციატორმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი.
6. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა არასასესიო პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
7. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.
8. პარლამენტის გადაწყვეტილება მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ან ასეთი გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
9. სამეურვეო საბჭოს მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს უფლება აქვს დასვა სამეურვეო საბჭოს, როგორც კოლეგიური ორგანოს მიმართ უნდობლობის საკითხი. უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3. პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3 თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
6. მუხლი 28. სამეურვეო საბჭოს სხდომა
1. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ რაიმე საკითხის გადასაწყვეტად ამ კანონით სხვა წესი არ იქნა დადგენილი.
2. სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, წევრთა ერთი მესამედის, გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
3. მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ მეურვეს უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე.
4. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს 1 ხმა აქვს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. სამეურვეო საბჭო ვალდებულია, მოუსმინოს მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხი.
6. სამეურვეო საბჭო, აგრეთვე მისი თავმჯდომარე უფლებამოსილია საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლებიც ვალდებულნი არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივ მაუწყებელში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.
7. სამეურვეო საბჭოს ან მისი თავმჯდომარის თანხმობით, აგრეთვე გენერალური დირექტორის წინადადებით სხდომას შეიძლება დაესწროს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი.
7. მუხლი 29. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით ირჩევენ მეურვეები, შესაბამისად, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 30 და არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
2. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს თავმჯდომარედ 2 ვადაზე მეტი ხნით.
3. ახალ არჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი დაინიშნა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 3 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რა რიცხვშიც დაიწყო მისი უფლებამოსილების ვადა.
4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, წარმოადგენს საბჭოს, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.
5. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. თანამდებობიდან მისი ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სულ ცოტა 3 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. სამეურვეო საბჭო ვალდებულია, თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან არ გადააყენა გენერალური დირექტორი/მისი მოადგილე, თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
8. მუხლი 30. სამეურვეო საბჭოსა და მისი წევრის ფუნქციები
1. სამეურვეო საბჭო:
ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;
ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით ცვლილებები შეიტანოს დებულებაში;
გ) გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტში;
დ) მოისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველ კვარტალურ, მათ შორის, ფინანსურ, ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;
ე) თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;
ვ) განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;
ზ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ფარგლებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობას;
თ) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის შრომის ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ გამოსაცდელი ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადაც 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია).
2. სამეურვეო საბჭოს წევრი:
ა) ვალდებულია, კეთილსინდისიერად შეასრულოს საბჭოს წევრის მოვალეობა;
ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა;
გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას.
9. მუხლი 32. გენერალური დირექტორი
1. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე დაინიშნა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 5 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რა რიცხვშიც დაიწყო მისი უფლებამოსილების ვადა.
2. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
3. გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.
4. გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და არანაკლებ 5 წლისა ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
5. გენერალური დირექტორობის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.
6. სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორთან აფორმებს ხელშეკრულებას.
7. გენერალური დირექტორი ამ კანონით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს და წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
10. მუხლი 321. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები
1. გენერალური დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარებს – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;
გ) ერთი კალენდარული წლის ფარგლებში 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში ვერ ასრულებს გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას;
დ) სამეურვეო საბჭომ გამოუცხადა უნდობლობა – უნდობლობის გამოცხადების დღიდან;
ე) გადადგა თანამდებობიდან – გადადგომის დღიდან;
ვ) გარდაიცვალა – გარდაცვალების დღიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გენერალური დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაცია თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ცნობად მიიღება.
3. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს გენერალურ დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მესამედი.
4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია, უნდობლობის გამოცხადების წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.
5. თუ სამეურვეო საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა გენერალურ დირექტორს, უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.“.
11. 33-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების პროექტების შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტში განცალკევებული უნდა იყოს ტელემაუწყებლობის, ცალკეული სამაუწყებლო არხების, რადიომაუწყებლობისა და მმართველობითი ხარჯები.
5. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყარო არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,15%-ით.“.
12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი
13. მუხლი 351. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე სატელევიზიო და მეოთხე რადიოარხზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილი ვალდებულებებით.
14. მუხლი 352. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოებია:
ა) სამეურვეო საბჭო;
ბ) დირექტორი
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის საფუძველზე სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
15. მუხლი 353. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა
სამეურვეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან.
მეურვის უფლებამოსილების ვადა არის 6 წელი.
მეურვეს ამ კანონის 24-ე მუხლის 5-6 პუნქტების შესაბამისად ეძლევა ჰონორარი.
აჭარის სამეურვეო საბჭო ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს და ათანხმებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან.
16. მუხლი 354. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის შერჩევა
1. მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.
2. ყველას აქვს მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა არ დასახელდა, კონკურსის ვადა 15 კალენდარული დღით გრძელდება, რის თაობაზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვადის ამოწურვისთანავე აკეთებს საჯარო განცხადებას.
3. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წლისა ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
4. მეურვეობის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება 5 წევრისაგან დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. იმავე ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე აქვეყნებს მეურვეობის კანდიდატთა სიას.
5. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს კანდიდატებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა ორჯერ მეტ კანდიდატურას. კომისიის გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მიღებულად მიიჩნევა, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის 3 წევრი მაინც.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მეურვეს ირჩევს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა ნახევარზე მეტს.
7. ვაკანსიის წარმოშობის ან მეურვის ვადის გასვლის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევისას მოქმედებს ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვადები.
17. მუხლი 27. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეურვეო საბჭოს მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ტუსაღობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარებს – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;
გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს მეურვის უფლებამოსილებას;
დ) ერთი კალენდარული წლის ფარგლებში 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში ვერ ასრულებს მეურვის უფლებამოსილებას;
ე) გადადგა თანამდებობიდან – გადადგომის დღიდან;
ვ) გარდაიცვალა – გარდაცვალების დღიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით. ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაცია თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ცნობად მიიღება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“– „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელიც მიიღება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვთ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.
5. პროცედურის ინიციატორმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი.
6. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა არასასესიო პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
7. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.
8. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ან ასეთი გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
9. სამეურვეო საბჭოს მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს უფლება აქვს დასვას სამეურვეო საბჭოს, როგორც კოლეგიური ორგანოს მიმართ უნდობლობის საკითხი. უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3. უმაღლესი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3 თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
18. მუხლი 28. სამეურვეო საბჭოს სხდომა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ რაიმე საკითხის გადასაწყვეტად ამ კანონით სხვა წესი არ იქნა დადგენილი.
2. სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, წევრთა ერთი მესამედის, დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
3. მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ მეურვეს უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე.
4. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს 1 ხმა აქვს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. სამეურვეო საბჭო ვალდებულია, მოუსმინოს მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხი.
6. სამეურვეო საბჭო, აგრეთვე მისი თავმჯდომარე უფლებამოსილია საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლებიც ვალდებულნი არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივ მაუწყებელში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.
7. სამეურვეო საბჭოს ან მისი თავმჯდომარის თანხმობით, აგრეთვე გენერალური დირექტორის წინადადებით სხდომას შეიძლება დაესწროს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი.
19. მუხლი 355. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევენ მეურვეები, შესაბამისად, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 30 და არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.
3. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს თავმჯდომარედ 2 ვადაზე მეტი ხნით.
4. ახალ არჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი დაინიშნა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 6 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რა რიცხვშიც დაიწყო მისი უფლებამოსილების ვადა.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, წარმოადგენს საბჭოს, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. თანამდებობიდან მისი ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სულ ცოტა 3 (ან 2-ს თუ საბჭო განისაზღვრა სამი კაცით) წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. სამეურვეო საბჭო ვალდებულია, თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან არ გადააყენა დირექტორი/მისი მოადგილე, თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
20. მუხლი 30. სამეურვეო საბჭოსა და მისი წევრის ფუნქციები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეურვეო საბჭო:
ა) ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;
ბ) დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით ცვლილებები შეიტანოს დებულებაში;
გ) დირექტორის წარდგინებით მსჯელობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტზე და ამ კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.
დ) ისმენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და აწვდის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად. უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით შეიმუშაოს ბიუჯეტის ცვლილებები და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს;
დ) მოისმენს დირექტორის საქმიანობის ყოველ კვარტალურ, მათ შორის, ფინანსურ, ანგარიშს კვარტლის დასრულებიდან 15 დღის ვადაში;
ე) თანხმობას აძლევს დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;
ვ) განსაზღვრავს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;
ზ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ფარგლებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობას;
თ) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის შრომის ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ გამოსაცდელი ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადაც 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია).
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეურვეო საბჭოს წევრი:
ა) ვალდებულია, კეთილსინდისიერად შეასრულოს საბჭოს წევრის მოვალეობა;
ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა;
გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას.
21. მუხლი 356. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი
1. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე დაინიშნა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 3 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რა რიცხვშიც დაიწყო მისი უფლებამოსილების ვადა.
2. დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
3. დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.
4. დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი, არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.
5. დირექტორობის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს დირექტორს.
6. სამეურვეო საბჭო დირექტორთან აფორმებს ხელშეკრულებას.
7. დირექტორი ამ კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით დადგენილი წესითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხელმძღვანელობს და წარმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
19. მუხლი 357. დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები
1. დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარებს – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;
გ) ერთი კალენდარული წლის ფარგლებში 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში ვერ ასრულებს გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას;
დ) სამეურვეო საბჭომ გამოუცხადა უნდობლობა – უნდობლობის გამოცხადების დღიდან;
ე) გადადგა თანამდებობიდან – გადადგომის დღიდან;
ვ) გარდაიცვალა – გარდაცვალების დღიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაცია თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ცნობად მიიღება.
3. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მესამედი.
4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია, უნდობლობის გამოცხადების წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.
5. თუ სამეურვეო საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა დირექტორს, უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაუშვებელია.“
20. მუხლი 358. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან, რომელიც ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტის 15%.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტის დამტკიცებამდე ერთი თვით ადრე წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების პროექტების შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს.
21. მუხლი 359. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ანგარიში
სამეურვეო საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
ანგარიში უნდა შეიცავდეს ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
აჭარის უმაღლესი საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უზრუნველყოფენ ანგარიშების საჯარო განხილვას.
აჭარის უმაღლესი საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლება აქვთ გამოითხოვონ ნებისმიერი ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ.
22. მუხლი 76. დაემატოს შემდეგი შინაარსი 101 პუნქტი
101. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დანიშნულ სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ჩატარდეს ამავე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წილისყრა.
მუხლი 2. კანონის ამოქმედები ვადა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი