კომენტარი

მეგი თავდუმაძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს აპოლიტიკური

21 დეკემბერი, 2012 • • 1548
მეგი თავდუმაძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს აპოლიტიკური

რამდენად კმაყოფილი ხართ გასაუბრებით და რა პრიორიტეტები გაქვთ თქვენ?

 

ძალიან კმაყოფლი ვარ გასაუბრებით, აღფრთოვანებული ვარ დემოკრატიული პროცესით, რაც კანდიდატების შერჩევის ირგვლივ არის და იყო და გრძელდება. პრიორიტეტებს რაც შეეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი განვითარდება, ყველა სოციალური ჯგუფის და უმცირესობის ჩართვით და იმ სტანდარტებისკენ სწრაფვით, რაც საზღვარგარეთ მაქვს მიღებული 8-9 წლის მანძილზე.

 

უნდა დავიწყოთ კვლევით, შევისწავლოთ, რა აინტერესებს საზოგადოებას საქართველოში, რა აღელვებს, რა მოსწონს, რის ეშინია. ამაზე დაფუძნებით, ჩემი კოლეგები, ვინც არიან საზღვარგარეთ, გაეროში, მაგალითად, ასევე ჩემი მეგობრები, კოლეგა, ჩემი ჯგუფელი, ვიცე პრეზიდენტი სიბიეს ნიუსის  და ბევრი თანამშრომელი თუ მეგობარი, რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდება მოდელი, რომელსაც მოვარგებთ ჩვენ საზოგადოებას. 

 

მიმდინარე წელს გეგმავთ ამ გეგმების განხორციელებას?

 

იმის მიხედვით, როგორი საშუალება იქნება. დიახ, საზოგადოების ჩართვა და განვითარება ამ გზით, ეს იქნება პრიორიტეტი.

 

2013 წლის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია, თქვენ თუ გაეცანით, რა გაკმაყოფილებთ და რა არა?
 

ამ პრიორიტეტებს მე არ გავცნობივარ ჯერჯერობით, ძალიან ბევრი საკითხია, რისი დროც არ მქონია, ისევე, როგორც ყველა კანონის შესწავლის და ათვისების. მაგრამ თავისთავად იქნება ეს მთავარი ნაბიჯი, რომ გავეცნო ამ პრიორიტეტებს. იქნება თუ არ იქნება მისაღები, ეს უკვე მომდევნო ეტაპია. მე ვემხრობი მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც დაეხმარება გენერალურ დირექტორს, საღი აზრის ჩამოყალიბებას და დემოკრატიულ პროცესს, ანუ არ იქნება  ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.

 

რაც შეეხება არხზე საინფორმაციო პოლიტიკას, როგორ შეაფასებდით?

 

პოლიტიკური არ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ. უფრო დეტალურად უნდა გავეცნო ყველა გადაცემას, მის ფუნქციას და ეს უნდა იყოს მხოლოდ კვლევებზე დაყრდობით გაკეთებული.

 

არ იყოს პოლიტიკური რას ნიშნავს, შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ?

აპოლიტიკური, ანუ ის უნდა წარმოადგენდეს არა პოლიტიკური პარტიის ინტერესს, არამედ უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების მოთხოვნას. 

 

ანუ ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესს ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

 

ასეთი რაღაც არ შემიმჩნევია.

 

როგორ მოგწონთ არხზე არსებული გადაცემები, ახალი ამბები?

 

ჩემი მოწონება ისევე უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც თქვენი და ყველა რიგითი საზოგადო მოღვაწის საქართველოში. ამაზე დაფუძნებით უფრო ნათლად დავინახავთ, არის თუ არა ესა თუ ის გადაცემა მოთხოვნადი, საჭირო, რა კურსით შეიძლება შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ.

 

ფინანსურ კრიზისთან გამკლავების გეგმა ხომ არ გაქვთ შემუშავებული?

ფინანსურ კრიზისს რაც შეეხება, განვითარება თუნდაც იმ თოკშოუების, რომელშიც იქნება უფრო მეტად ჩართული საზოგადოება. ძალიან წინააღმდეგი ვარ მე ისეთი კადრების გაშვების და ამის მეშვეობით  ფინანსების დასტაბილიზების. რაც დეტალურად გავეცნობი, უფრო ნათლად აისახება, რა ნაბიჯებია გადასადგმელი.

 

იცით თუ არა თქვენ, რომ არხს აქვს დავალიანება?

 

კი, არის კი.

 

მე ამ ფინანსურ კრიზისზე გეკითხებით.

 

რთულია ასე დეტალურად ისაუბრო, როცა არ ხარ ჩახედული, სად რა ხარჯი არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელში, მხოლოდ შესწავლის შემდეგ და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების შემდეგ შეიძლება გადაიდგას მომდევნო ნაბიჯები.

მასალების გადაბეჭდვის წესი