კომენტარი

პატრიარქი გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ

30 აპრილი, 2012 •
პატრიარქი გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ

“ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ თანასწორობაა, თანასწრორია ცოლი და ქმარი. საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი – ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია,” – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 29 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას.

ილია მეორემ ქალისა და დედის როლზე ისაუბრა:

“დღეს მინდა რამდენიმე სიტყვით ვისაუბროთ, თუ რა არის ქალის როლი ოჯახში. მინდა ვთქვა, რომ სამწუხარო შემთხვევები ბევრია, როცა ოჯახი, ცოლი და ქმარი სცილდებიან ერთმანეთს, როცა დედას არა აქვს ის თვისებები, რომელიც ჰქონდა, უნდა ჰქონდეს დედას.”

პატრიარქის თქმით, დედობა დიდი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე:

“როგორც ნათქვამია ერთ-ერთ ლექსში, დედა უზრდიდა გმირებს საქართველოს. ახლა დედა ვეღარ ასრულებს იმ თავის მოვალეობას, რასაც უნდა ასრულებდეს.”

ილია მეორეს თქმით, ბედნიერია ის ოჯახი, სადაც მშვიდი დედაა, სადაც დედა სწირავს თავს თავის ოჯახს, ზრდის თავის შვილებს, ზრდის სარწმუნოებით, სასოებით, სიყვარულით:

“უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ადამიანის ბედნიერება არის, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა. მაგალითად, მეუღლე, ქმარი მოვიდა სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, შენ უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შენ უნდა შესთავაზო საჭმელი და სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი