კომენტარი

გახდი საკუთარი ცხოვრების არქიტექტორი

1 მარტი, 2012 •
გახდი საკუთარი ცხოვრების არქიტექტორი

დღეს ჩვენ ყველანი ვიმყოფებით უწყვეტი ინფორმაციის ნაკადის ზეგავლენის ქვეშ, რომელიც ჩვენ ჩასახვის მომენტიდან მოგვსდევს. ინფორმაცია გარემოდან ჩვენს ყურებსა და თვალებს გადაეცემა, შემდგომ აღიქმება ჩვენი ტვინის მიერ… როგორ გადავამუშაოთ ეს ინფორმაცია და შევინარჩუნოთ მთლიანობა, პირადი მე? როგორ გავიგოთ საკუთარი ჭეშმარიტი სურვილები?

გრძელვადიანი წარმატებისა და ჭეშმარიტი თვითრეალიზაციის საუძველი, სტივენ კოვენის წიგნების მიხედვით, რომელიც მსოფლიოში ცხოვრების მენეჯმენტისა და მართვის ცნობილი სპეციალისტია, აგრეთვე, ორგანიზაციული მართვის ლექტორი და კონსულტანტი, მდგომარეობს ერთგულების შენარჩუნებაში გარკვეული პრინციპებისადმი, ჭეშმარიტებისადმი, რომლებიც მუდამ, ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში უცვლელია. დიდი ზეგავლენა სტივენ კოენზე მე-20 საუკუნის ცნობილმა ფილოსოფოსმა ვიქტორ ფრანკმა იქონია.

„ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში, თუ როგორი რეაგირება მოახდინოს გარკვეულ გარემოებაში,“ – ამბობს იგი. თვით ყველაზე გაუსაძლის პირობებსა და გარემოებებში ადამიანს გააჩნია თავისუფლება, შეხედულებისამებრ იმოქმედოს, ვინაიდან ადამიანი არა რობოტი, გარემოების მარიონეტი, არამედ საკუთარი ბედის აქტიური შემოქმედია, მაგრამ როგორ შევქმნათ და ვმართოთ საკუთარი ბედი?

პიროვნების განვითარების სპეციალისტები დიდი ხანია, რაც დასავლეთ სამყაროში მუშაობენ ამ განხრით. ჩვენთან პიროვნების განვითარების ტრეინინგები ახალი დაფუძნებულია და ახლა იწყებს განვითარებას.

ჩვენი ორგანიზაცია – „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება“– დაფუძნებულია 1996 წლის დეკემბერში. თავიდან ჩვენ ვგეგმავდით შემოქმედებითი სემინარების გაკეთებას ადამიანის პოტენციალის განვითარების მიზნით, მაგრამ პირველი 15 წელიწადი ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვას დავუთმეთ. ამ სფეროში წარმატების მიღწევის დისკუსია მრავალი წლის მანძილზე გრძელდება

2011 წლის შემოდგომაზე ჩვენ დავუბრუნდით ჩვენი ორგანიზაციის საწყისს. თუ ადამიანი ეფექტიანი და ეფექტურია და საკუთარი თავის გარემოსთან ჰარმონიულობას მიაღწევს, თუკი საკუთარი ბედის შექმნას ცდილობს, მაშინ ჩვენ მას ამაში უნდა დავეხმაროთ. კომპანია „რეგულუსთან“ ერთად, ჩვენ ვატარებთ პირადი განვითარების ტრეინინგებს. ჩვენთან ტრეინინგებს ატარებენ ადამიანის უნარების განვითარების ხელშემწყობი სკოლის მასწავლებლები. ეს არის სოციალური უნარების განვითარების სკოლა, რომელიც საკუთარი პროგრამით მსოფლიოს 400-მდე ფილიალში მუშაობს. ცენტრალური ოფისი მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. იგი ცნობილია „ენერგო-ინფორმაციული განვითარების სკოლის“ სახელით (ДЭИР). მსმენელები უშუალოდ ტრენერის საშუალებით იღებენ გამოცდილებას, ხოლო თეორიას შესაძლებელია წიგნების მეშვეობით გაეცნოთ.

მე გამაოცა პალის კანონის ერთმა ციტატამ, რომელიც ქრისტეს შობამდე 500-250 წლით თარიღდება: “ყველაფერი, რაც დაბადებულია თავში, დაფუძნებულია ცნობიერებაზე და მისივე მოდელირებულია. გამოდის, რომ ქრისტეს შობამდე მე-5 საუკუნის ადამიანებმა უკვე იცოდნენ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენი ფიზიკური რეალობის ნაწილი ხდება, უპირველესად ჩვენს გონებაში იქმნება ე.წ. პირველადი მასალისგან, რომელსაც ეწოდება აზრი. ნუთუ ეს ყველაფერი დროის განმავლობაში დაავიწყდა ადამიანს? თუ არ უნდათ იმის დაჯერება, რომ კოშმარი, რომელშიც დღეს ყველა ჩვენგანი ცხოვრობს, ჩვენივე აზრის შექმნილია?

მაგრამ ხომ არის შესაძლებელი საკუთარი აზრის მართვის ახლიდან შესწავლა?! დამიჯერეთ, ეს სულაც არ არის ძნელი! მე პირადად გამოვცადე სკოლის შესაძლებლობები 2001 წლიდან 2006 წლამდე. მაშინ და ახლაც, როგორც ტრეინინგისა და სემინარების ორგანიზატორი, ყოველთვის გაკვირვებული ვრჩებოდი როგორც ჩემი, ასევე, მონაწილეების ცხოვრების ხარისხის ზრდით; მათ გაიგეს, რომ ძალუძთ საკუთარი ცხოვრების შექმნა და მართვა სურვილის შესაბამისად, შეცვალონ უარყოფითი პროგრამირების შედეგი, აღმოფხვრან ის ნეგატიური ზეგავლენა, რომელსაც სოციუმი თითოეულ ჩვენგანს ახვევს თავს.

საკუთარ ფსიქიკასთან ასეთი სისტემური მუშაობის შემდეგ იცვლება ცხოვრების ხარისხი. საიდუმლო მარტივია: საიდუმლო არ არსებობს! საჭიროა მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი.

ამ საქმიანობისთვის არ არის აუცილებელი ფსიქოლოგიის ცოდნა. საცეკვაოდ არ არის აუცილებელი ნოტების, ჩონჩხის ანატომიისა და მექანიკის ცოდნა. საჭიროა მხოლოდ მუსიკისა და სხეულის შეგრძნება. თვითდახმარების ელემენტარული და ეფექტიანი მეთოდები ადამიანის იმ ძირითად შეგრძნებებზეა დაფუძნებული, რომლებიც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოიყენება, გარემოებებისა თუ ჩარევების მიუხედავად.

არსებობს სპეციალური სემინარები, მაგალითად, ბავშვებისთვის. მარტის თვეში თბილისში უკრაინიდან ჩამოვა სპეციალური მასწავლებელი, პრინა ნედილკო. იგი ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგია.

ინფორმაციით დატვირთული სამყარო უფრო და უფრო საინტერესო ხდება ბავშვებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი ძალზედ რთულია. საჭიროა სწრაფი და შედეგიანი აზროვნება. ბავშვის ფსიქიკა იმყოფება ე.წ. „მზარდი აქტივობის“ რეჟიმში. ბავშვების უმრავლესობა გადატვირთვისგან თავს იცავს საკუთარი ინტუიციური შესაძლებლობებით. მაგ: ახლის აღქმაზე უარის თქმა. გვეჩვენება, რომ ბავშვის გონებრივი განვითარების დონე იწევს დაბლა და უკვე ვეღარაფერს იმახსოვრებს.  ზოგჯერ ეს მძაფრ ფსიქიკურ და ფიზიკურ უკონტროლობასა და აქტიურობაში მჟღავნდება ტირილის, ზედმეტი აგრესიულობის სახით. მდგომარეობა იძაბება როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.

როგორ აღვზარდოთ ბავშვი, მისი მოთხოვნების წინასწარ გაგებით? როგორ დავეხმაროთ მას საკუთარი მობილობისა და საღი მდგომარეობის შენარჩუნებაში? როგორ შევინარჩუნოთ მისი ფსიქიკური და ფიზიკური სიჯანსაღე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ჩვენი 5-დღიანი ტრეინინგის მეშვეობით შევეცდებით, როგორც ბავშვებთან, ასევე, მათ მშობლებთან ერთად.

„ჯადოსნური სამყაროს“ სემინარში მონაწილეობისთვის ვიწვევთ 9-დან 13 წლამდე ბავშვებს. წინა ტრეინინგებში მონაწილეობის შემდეგ, დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებს გამოუმუშავდათ საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასების უნარი, გაუნელდათ შიშის შეგრძნება. ზოგიერთი მშობელი აღნიშნავდა ბავშვების დადებითი დამოკიდებულების შექმნას ოჯახში ძმების, დებისა თუ სხვა წევრების მიმართ – ამბობს ირინა ნედილკო.

მარტის სესიის თემა იქნება : „ქალის ტალღა“. რას ნიშნავს ეს? ქალებს გააჩნიათ საკუთარი გზა ჩვენს სამყაროში. სემინარის ანონსი მოიცავს მიზნის მიღწევის საშუალებებს და ქალის ძირითად შესაძლებლობებს: ქალად ყოფნის შესაძლებლობა, იცნობდე შენში არსებულ მამაკაცს, შეგეძლოს მასთან მოლაპარაკება, უნარი სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის შეგრძნებისა, სხვისი უბედურებისა და ბედნიერების გაზიარება, ნეგატიურ განწყობაში მყოფი ადამიანის კომფორტულ მდგომარეობაში გადაყვანის უნარი; სხვისი ადამიანის შესაძლებლობების დანახვა და მისი განვითარების უნარი,  მისი გაძლიერება ზრუნვისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე და არა – მისი შეზღუდვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ქალები ფლობენ სივრცეს, მისი დადებითად შევსება განაპირობებს ჩვენ აღქმას გარშემო მყოფებში. დაბოლოს, ქალი უნდა ფლობდეს მოსმენისა და გაგების უნარს, ფიზიკური დისტანციის განსაზღვრასა და დაცვას.

რა დარჩათ მამაკაცებს? ჩვენ მათთვის ტრეინინგი უკვე დეკემრის თვეში ჩავატარეთ!

აპრილის თვეში არის ენერგომარხვის პერიოდი და დაგეგმილია გაჯანსაღების პროგრამის განხორციელება: გასვლითი ტრეინინგები და სემინარები. წამყვანები– ვ. ზალევსკი, პრაქტიკული ექიმი დნეპროპეტროვსკიდან და ვ. ლევინგერი სანქტ-პეტერბურგიდან, გამოცდილი ექიმი, დეირის სკოლის ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი.

მხოლოდ თვითონ ადამიანს ძალუძს საკუთარი გზის არჩევა. სხვისი გზის არჩევა დანაკარგების მომტანია.

შესაძლებელია საკუთარი ცხოვრების მართვა! აგრეთვე, შესაძლებელია ყველაფერში დაუნდობელი ბედის დადანაშაულება! გადაწყვიტეთ!

 


 

დეირის სკოლის ტრეინინგების 1 საფეხური:

15-18 მარტი, 16 სამუშაო საათი

ტრეინინგის საფასური – 300 ლარი

9-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის გაიმართება 2 სემინარი:

  • ჯადოსნური სამყარო, 13-14-15 მარტი, ბავშვებთან მუშაობა-12 საათი, მშობლებთან მუშაობის დრო არაა შეზღუდული;
  • შიშების კორექცია – 20-21 მარტი, ბავშებთან მუშაობა-8 საათი, მშობლებთან მუშაობის დრო არაა შეზღუდული.

სემინარების შემდეგ (იმავე დღეს ან მომდევნო დღეს) ტრენერი მუშაობს ჯგუფში და ასევე, ინდივიდუალურად (თუ აუცილებელია) მშობლებთან ერთად აღმოჩენილ პრობლემებზე.

თითოეული სემინარი, მშობლებთან კონსულტაციის ჩათვლით, ღირს 180 ლარი.

სემინარი „ქალის ტალღა“:

17-18 მარტი, 12 საათი საერთო მუშაობა.

  • ჩაცმულობის ფორმა – უქუსლო ფეხსაცმელი, შარვალი, არ ზღუდავდეს მოძრაობას.
  • სემინარის ღირებულება: 180 ლარი

 

ტრენერი – ირინა ნედილკო (კიევი)

მისამართი: აბაშიძის 16, დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 2 22 23 47

მასალების გადაბეჭდვის წესი