კომენტარი

“ტაბულას” რედაქციის განცხადება

14 დეკემბერი, 2011 • 1373
“ტაბულას” რედაქციის განცხადება

ტა­ბუ­ლას რე­დაქ­ცია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბას სთხოვს, უარ­ყოს და შე­ას­წო­როს მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვის ის ნა­წი­ლი, სა­დაც რეკ­ლა­მის სექ­ტორ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნის სა­ი­ლუს­ტრა­ცი­ოდ ტა­ბუ­ლას მა­გა­ლი­თია მოყ­ვა­ნი­ლი.

ტაბულას რედაქციის განცხადების მიხედვით, სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა არას­რულ სუ­რათს წარ­მო­ა­ჩენს და უსა­მარ­თლოა შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო:

1. კვლე­ვის ავ­ტო­რი ისე სდებს ტა­ბუ­ლას ბრალს მი­სი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მდგო­მა­რე­ო­ბით ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბა­ში, რომ ჟურ­ნა­ლის არ­ცერთ თა­ნამ­შრო­მელს არ გა­სა­უბ­რე­ბია – არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, რა სტრა­ტე­გი­ით შე­ვე­დით ბა­ზარ­ზე. ეს მა­შინ, რო­ცა ლი­ბე­რა­ლის რე­დაქ­ტორს შო­რე­ნა შა­ვერ­დაშ­ვილს არა მხო­ლოდ ესა­უბ­რა, არა­მედ მის სიტ­ყვებს ან­გა­რიშ­შიც ცი­ტი­რებს. 

2. ავ­ტო­რი არ ინ­ტე­რეს­დე­ბა, თუ რა­ტომ არ ათავ­სე­ბენ ლი­ბე­რალ­ში რეკ­ლა­მას ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლას “არ უშინ­დე­ბი­ან” და რეკ­ლა­მას ყი­დუ­ლო­ბენ ისეთ მწვა­ვედ ოპო­ზი­ცი­ურ ტე­ლე­არ­ხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მა­ეს­ტრო და კავ­კა­სია (მაგ­თი, კუ­ზა­ნო­ვი, ბორ­მენ­ტა­ლი, ყაზ­ბე­გი, პა­პი­ლო­ნი და ა. შ.) 

3. კვლე­ვა წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია – ის სა­უბ­რობს, რომ ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის მკით­ხველ­თა სეგ­მენ­ტის გან­საზ­ღვრა ობი­ექ­ტუ­რი გზით შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ამა­ვე დროს თა­ვად­ვე ას­კვნის, რომ ლი­ბე­რალს და ტა­ბუ­ლას ერ­თი მიზ­ნობ­რი­ვი აუ­დი­ტო­რია ჰყავს – რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­აქვს ავ­ტორს ეს დას­კვნა, თუ ობი­ექ­ტუ­რად ვერ ამოწ­მებს? 

4. კვლე­ვის ავ­ტორს არ გა­მო­უკ­ვლე­ვია, რა მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კომ­პა­ნი­ას ტა­ბუ­ლა­ში რეკ­ლა­მის დაკ­ვე­თი­სას. ის უა­პე­ლა­ცი­ოდ გვთა­ვა­ზობს “მე­დი­ის ბაზ­რის დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის” მო­საზ­რე­ბას პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­შინ რო­ცა: 

ა) არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი იმა­ზე, რა ტი­პის და ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­რეკ­ლა­მო პა­კეტს სთა­ვა­ზო­ბენ კომ­პა­ნი­ებს ტა­ბუ­ლა და ლი­ბე­რა­ლი. არც ისაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ტა­ბუ­ლა­ში რეკ­ლა­მა ორ­ჯერ და მეტ­ჯერ უფ­რო ია­ფი ღირს, ვიდ­რე ლი­ბე­რალ­ში.

აღნიშნულ პუნქტს ტაბულას რედაქცია დანართის სახით ჟურნალების– ტაბულასა და ლიბერალის– სარეკლამო პირობებსაც ურთავს.

ბ) კვლე­ვა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ტა­ბუ­ლა და­მა­ტე­ბით სტი­მულს უქ­მნის რეკ­ლა­მის დამ­კვეთს სეგ­მენ­ტის გან­საზ­ღვრის გზით – ლი­ბე­რა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ტა­ბუ­ლა უფა­სოდ ურიგ­დე­ბა ყვე­ლა მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს და მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხურს, პარ­ლა­მენ­ტის თი­თო­ე­ულ წევრს, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს. ჟურ­ნა­ლი დევს აირ­ზე­ნას რე­ი­სებ­სა და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში. უფა­სოდ ვრცელ­დე­ბა კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში. ეს მა­შინ, რო­დე­საც კვლე­ვის ავ­ტო­რი თა­ვად ურ­ჩევს ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს, აუ­დი­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­უქ­მნან კომ­პა­ნი­ებს, რა­თა ამ გზით უფ­რო იო­ლად მო­ი­ზი­დონ რეკ­ლა­მა.

გ) კვლე­ვა არც იმას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ტა­ბუ­ლა კომ­პა­ნი­ებს ბო­ნუ­სად სთა­ვა­ზობს რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბას ყო­ველ­თვი­ურ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან გა­მო­ცე­მა­ში. ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მი­სი­ის, სა­ელ­ჩოს და კომ­პა­ნი­ის თით­ქმის ყვე­ლა უც­ხო­ელ წარ­მო­მად­გე­ნელს მის­დის სა­ხე­ლო­ბი­თად და უფა­სოდ. ამას გარ­და, უფა­სოდ ვრცელ­დე­ბა უც­ხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბით დატ­ვირ­თულ სას­ტუმ­რო­ებ­ში: მა­რი­ოტ­ში, შე­რა­ტონ­ში, ჰო­ლი­დეი ინ­ნში, ვე­რე პა­ლას­ში, ამ­ბა­სა­დორ­ში, ბა­თუ­მის ინ­ტუ­რის­ტში და ა.შ. ლი­ბე­რალს ინ­გლი­სუ­რი ვერ­სია სა­ერ­თოდ არ აქვს. 

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით ტა­ბუ­ლა გთა­ვა­ზობთ, იხი­ლოთ ჩვე­ნი დაკ­ვე­თით კომ­პა­ნია ACT-ს მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რეკ­ლა­მის ფა­სის ელას­ტი­უ­რო­ბის კვლე­ვა. ის წარ­მოდ­გე­ნას ქმნის ამა თუ იმ გა­მო­ცე­მის ცნო­ბა­დო­ბა­ზე რეკ­ლა­მის დამ­კვეთ კომ­პა­ნი­ებს შო­რის. ამ კვლე­ვა­ში შე­ამ­ჩნევთ, რომ ლი­ბე­რა­ლის ცნო­ბა­დო­ბა არა მხო­ლოდ ტა­ბუ­ლას, არა­მედ ბევ­რი სხვა, ლი­ბე­რალ­ზე მკვეთ­რად ოპო­ზი­ცი­უ­რი ჟურ­ნა­ლი­სა თუ გა­ზე­თის ცნო­ბა­დო­ბა­საც ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა – რო­გორ უნ­და ჩა­დონ კომ­პა­ნი­ებ­მა რეკ­ლა­მა იმ გა­მო­ცე­მა­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მა­თი მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა არა­ფე­რი იცი­ან – გა­უ­გე­ბა­რია.

ამით არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვაკ­ნი­ნებთ ლი­ბე­რა­ლის ღირ­სე­ბას. უბ­რა­ლოდ, გვსურს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ამ ორ­მა გა­მო­ცე­მამ სხვა­დას­ხვა მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გია აირ­ჩია და მა­თი ერთ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა, ამ გან­სხვა­ვე­ბე­ბის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე, და­მაბ­ნე­ვე­ლია.

იმ ფაქ­ტმა, რომ ACT-ს კვლე­ვა ტა­ბუ­ლამ და­უკ­ვე­თა, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერთს მის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი გა­უ­ჩი­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბას მსგავ­სი კვლე­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია და ნაჩ­ქა­რე­ვი, ზე­და­პი­რუ­ლი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი დას­კვნით შე­მო­ი­ფარ­გლა.

13 დე­კემ­ბერს ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის კვლე­ვა წარ­მო­ად­გი­ნა. ტა­ბუ­ლა მი­ე­სალ­მე­ბა ქარ­თუ­ლი მე­დი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მი­მარ­თულ ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვას და მად­ლო­ბას უხ­დის USAID-ს, IREX-ს და სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბას გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის. თუმ­ცა, ამავ­დრო­უ­ლად, წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვის ხა­რის­ხის გა­მო,”–ნათქვამია ტაბულას რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი