კომენტარი

გაზეთი “ბათუმელები” აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის თანამდებობაზე

5 სექტემბერი, 2011 • 1152
გაზეთი “ბათუმელები”  აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის თანამდებობაზე
დედლაინი: 20 სექტემბერი, 2011
ვაკანსიის რაოდენობა: 2
პოზიცია: რეპორტიორი
სამუშაოს დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ
ადგილმდებარეობა: ბათუმი, საქართველო

გაზეთ “ბათუმელების” შესახებ

გაზეთი “ბათუმელები” არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული ყოველკვირეული ბეჭდური  გამოცემა.  გამოსცემს შპს “გაზეთი ბათუმელები”, რომელიც ასევე ფლობს ვებ გვერდებს  netgazeti.ge (თბილისი); pliaj.ge(ბათუმი); batumelebi.ge (ბათუმი); შესაბამისად, “ბათუმელების”  რეპორტიორები პასუხისმგებელნი არიან იმუშაონ როგორც ბეჭდვითი, ასევე ონლაინ გამოცემებისთვის.  “ბათუმელების” მიზანია მოქალაქეებს მიაწოდოს ობიექტური, გადამოწმებული და დაბალანსებული ინფორმაცია. სწორედ პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკით “ბათუმელები” ერთერთი საუკეთესო გამოცემა ქართულენოვან ბეჭდვითი მედიის ბაზარზე.  “ბათუმელების” ბეჭდვითი ვერსია ვრცელდება აჭარაში, ხოლო ელექტრონული ყველგან.

ვაკანსიის მოკლე აღწერა
გაზეთი “ბათუმელები”  ამჟამად IREX-ის პროექტის ფარგლებში ეძებს რეპორტიორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჟურნალისტური მასალების მომზადებაზე გაზეთის ბეჭდვითი და ონლაინ ვერსიებითვის.

კონკურისის პირობების თანახმად, განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და ფლობდნენ ცოდნას ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ. “ბათუმელები” მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა ეს მოთხოვნა აუცილებელი არ არის.
განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ ენას, წერის ტექნიკას  და  ჰქონდეს ტექნიკური უნარ-ჩვევები. უნდა გააჩნდეს გუნდური და  ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის ექსტრემალურ პირობებში.

დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესთან  და ორ ჟურნალისტურ ნამუშევართან [მათი არსებობის შემთხვევაში] ერთად  უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: m.amaglobeli@yahoo.com ; ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2011 წლის 20  სექტემბრისა.
გაზეთი “ბათუმელები”  თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი